The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ტატო კოტეტიშვილი

ტატო კოტეტიშვილი
Legal name:ვახტანგ კოტეტიშვილი
Date of birth:8 February, 1959
Date of death:16 May, 1997  (at 38 years)
Category:Filmmaker

Biography

ტატო (ვახტანგ) კოტეტიშვილი დაიბადა 1959 წლის 8 თებერვალს, თბილისში. მამა - აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი, ფოლკლორისტი, მთარგმნელი ვახუშტი კოტეტიშვილი. დედა - გერმანული ენის პედაგოგი ლია ძაძამია.

1975-1981 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე (ელდარ შენგელაიას სახელოსნო).

1975 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა თეატრებში, როგორც მსახიობი.

საქართველოში გადაღებული აქვს ფილმები: "გმირი" (1979, საკურსო ფილმი), "მატარებელი" (1984), მას მოჰყვა მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი."ანემია" (1987).

ტატო კოტეტიშვილს მის თაობაში ყველაზე ნიჭიერად და სიახლეების მაძიებლად მიიჩნევენ. შეფასებების დროს კი ყველა ხაზს უსვამს, რომ ის კინოში განსაკუთრებულ ატნოსფეროს ქმნიდა.

რეჟისორის მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებში მთავარ როლს, ძირითადად, ლევან აბაშიძე ასრულებდა,

1989 წელს ტატო კოტეტიშვილმა  თავისი ფილმი „ანემია“‘ ჩაიტანა ჰოლანდიაში, როტერდამის კინოფესტივალზე. აქ გაიცნო ახალგაზრდა ჰოლანდიელი კინორეჟისორი ინეკე სმიტსი და მალე ცოლად მოიყვანა.

1990 წლიდან ცხოვრობდა და მუშაობდა ნიდერლანდებში. მანამდე გარკვეული პერიოდი ავსტრიაში.

უცხოეთში გადაიღო ფილმები: "CITY LIFE" (დოკუმენტური,1988, სცენერისტი და რეჟისორი), "ია, ვარდი და ზამბახი" (1991, რეჟისორი, ინეკე სმიტსთან ერთად), „ნოსტალგია“ (1998, სცენარისტი, რეჟისორი, ინეკე სმიტსთან ერთად).

ტატო კოტეტიშვილი გარდაიცვალა 1997 წლის 16 მაისს, როტერდამში.

წყარო:

1. https://georgian-cinema.ge/index.php/ge/2015-04-01-05-46-25/462-2015-07-25-08-45-12

ქართული კონო, 1896-2011.- თბილისი, 2011.- გვ. 115-116;

2. ხატიაშვილი, თეო. ანემიური თუ ეგზალტირებული საზოგადოება??? : ახლო ხედი / თეო ხატიაშვილი // კინო-ცხელი შოკოლადი. - თბილისი, 2008. - აპრილი. - N7. - გვ.74-78

3. სმიტსი, ინეკე. მე კოტეტიშვილების ოჯახიდან ვარ : ინტერვიუ / ინეკე სმიტსი; ესაუბრა ეკა კვიტაშვილი // ეპიზოდი. - თბილისი, 2010. - ნოემბერი. - N2. - გვ.60-74.
4. კაკაბაძე, ნინია
. თავისუფალი ტატო კოტეტიშვილი : სანიმუშო თავისუფლება შემოქმედებაში / ნინია კაკაბაძე // მასკარადი. - თბილისი, 2013. - N1. - გვ.79-81


Share: