The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ანა ყალიჩავა

ანა ყალიჩავა
Date of birth:1991  (33 years)
Category:Scientist

Biography

ანა ყალიჩავა დაიბადა 1991 წელს თბილისში. სწავლობდა კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში, სადაც ხშირად ტარდებოდა ოლიმ­პი­ა­დე­ბი, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, კონ­კურ­სე­ბი და შემოქმედებითი, ინო­ვა­ცი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბა ყა­ლიბ­დე­ბო­და. ფაქტობრივად, ანას პროფესიული არჩევანი კომაროვის სკოლამ განსაზღვრა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. თავდაპირველად თეორიული ფიზიკა აინტერესებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ ექსპერიმენტები უფრო იზიდავდა…

ბაკალავრიატის ბოლო კურსზე ანა ყალიჩავამ შვეიცარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში გაიარა პრაქტიკა ექსპერიმენტული ფიზიკის მიმართულებით. სწავლის ბოლო ეტაპზე გაუჩნდა კითხვები სამყაროს შემადგენლობისა და სიცოცხლის ფორმების შესახებ. ამ კი­თხვებ­ზე სა­პა­სუ­ხოდ კი აუცილებელი იყო სწავლის გაგრძელება ბი­ო­ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რათა ფიზიკასთან ერთად უფრო ღრმად შეესწავლა ბიოლოგია და ქიმია.

ციურიხის უნივერსიტეტის ხელმძღვანელის რეკომენდაციით ანა პრაქტიკის გასავლელად აშშ-ში გაემგზავრა. იქ სხვა­დას­ხვა ბი­ო­ფი­ზი­კუ­რი მე­თო­დე­ბით ცი­ლე­ბის ურ­თი­ერთქმე­დე­ბას სწა­ლობ­და. შემ­დგომ იყო მა­გის­ტრა­ტუ­რა ტეხასის სამედიცინო უნივერსიტეტში მკვლევარ-ასისტანტის სტატუსით (2013 წ.). სა­მა­გის­ტრო პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბი­სას კო­ლა­ბო­რა­ცი­ა­ში ი­ყო ბერკლის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან და მათ­თან ერ­თა­დ სტა­ტიაც გა­მოაქ­ვეყ­ნა. მა­გის­ტრა­ტუ­რის შემ­დგომ კი მუ­შა­ობ­და გერ­მა­ნი­ა­ში, მაქს პლან­კის ინ­სტი­ტუ­ტში მე­ქა­ნიკო-­ბი­ო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, პა­რა­ლე­ლუ­რად ემ­ზა­დე­ბო­და დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ზე სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად. რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ აირჩია მუშაობა დელფტის (ჰოლანდია) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამჟამად მუშაობს პრო­ექ­ტზე, რო­მელ­იც სამ­ყა­რო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ცესს - უჯრე­დე­ბის გა­ყო­ფის ციკლს შე­ის­წავ­ლის. ძი­რი­თა­დი პრო­ექ­ტის გარ­და, მუ­შა­ობს სა­მეც­ნი­ე­რო სტარ­ტაპ­ზე, რო­მე­ლიც ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის გა­მოხ­დის ახალ მე­თოდს გვთა­ვა­ზობს.

კორესპონდენტის კითხვაზე მომავალი გეგმების შესახებ, ანა ყალიჩავა პასუხობს, - „ჩემი მო­მა­ვა­ლი და გეგ­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს უკავ­შირ­დე­ბა. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ცხოვ­რე­ბა იმ ყვე­ლაფ­რის გა­რე­შე, რა­მაც მე, რო­გორც პი­როვ­ნე­ბა და რო­გორც მეც­ნი­ე­რი, ჩამომაყალიბა.

ვფიქ­რობ, სტუ­დენ­ტე­ბის აყ­ვა­ნას სა­ქარ­თვე­ლო­დან, რომ­ლებ­საც სამაგისტრო კვლევების ჩა­ტა­რე­ბა­ში და­ვეხ­მა­რე­ბი და ვუ­ხელ­მძღვა­ნე­ლებ. თუმ­ცა აქ მხოლოდ მეცნიერებაზე არ არის სა­უ­ბა­რი... ბევ­რი ოც­ნე­ბა მაქვს და ყვე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებ­ში ექ­ცე­ვა. ჩემთვის  ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შევ­ცვა­ლო ის, რაც მე გა­მო­ვი­ა­რე. მინ­და, მო­მა­ვალ თა­ო­ბას უკე­თე­სი გა­რე­მო ჰქონ­დეს, რათა კომ­ფორ­ტუ­ლად შეძ­ლონ თავიანთი ინტერესების და უნა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა“.

წყარო:

1. https://www.ambebi.ge/.../215116-gaicanit-kartveli-gogona-romelic-msoplios-saukete...

2. nostal.ge/2018/02/17/ახალგაზრდა-ქართველი-მეცნ/

3. online.tsu.edu.ge/ge/education/10296/?p=22


Share: