Login |
|
|
English Georgian |
Home |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
Texts are given in Georgian and English languages. |
თეიმურაზ ფირაშვილი
Biographyთეიმურაზ ფირაშვილი დაიბადა 1954 წლის 21 იანვარს სოფელ ნუკრიანში (სიღნაღის რაიონი). 1971 წელს წარჩინებით დაამთავრა კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა, 1976 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ხოლო 1979 წელს ამავე ფაკულტეტთან არსებული ასპირანტურა. 1981 წელს, ბელორუსიის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში დისერტაციის დაცვის შემდეგ, ახალგაზრდა მეცნიერს მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 2000 წელს ვარშავის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მოიპოვა ჰაბილიტერებული დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, რომლის ბაზაზეც 2002 წელს თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტმა მას მიანიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1980-1982 წლებში თემურ ფირაშვილი მუშაობდა თბილისის კიბერნეტიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1982 წლიდან 2006 წლამდე - ანდრეა რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, ჯერ უმცროს მეცნიერ, შემდეგ კი უფროს მეცნიერ თანამშრომლად (1988- 2000 წლებში); 2000 წლიდან გადაიყვანეს წამყვან მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო 2006 წლიდან ის იგივე ინსტიტუტის საპატიო თანამშრომელია. 2006 წლიდან ქართველი მათემატიკოსი მუშაობს დიდ ბრიტანეთში, ლესტერის უნივერსიტეტში, ჯერ ლექტორად, ხოლო 2007 წლის მერე კი პროფესორად (Reader). ის არის ჰუმბოლტის საზოგადოების პრემიის ლაურეატი (1999) და საფრანგეთის რიგი უნივერსიტეტების (სტრასბურგი, ნიცა, ნანტი, მონპელიე, პარიზი-13) სადოქტორო დისერტაციების ჟიურის წევრი. მისი ხელძღვანელობით დაიცვეს დისერტაციები - რევაზ ქურდიანმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბირგიტ რიხტერმა - ბონის უნივერსიტეტში, მაიკლ რობინსონმა ლესტერის უნივერსიტეტში... 2000 წელს თეიმურაზ ფირაშვილი მოხსენებით გამოვიდა ნიკოლა ბურბაკის სემინარზე. იგი ავტორია 80-ზე მეტი ნაშრომისა, რომელთა უმრავლესობა გამოქვეყნებულია დასავლეთის წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში. არის ჟურნალ “Extracta Mathematicae” სარედაქციო კოლეგიის წევრი. მეცნიერი სიტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში, არა მარტო როგორც მოწვეული მომხსენებელი, არამედ როგორც თანაორგანიზატორიც. მაგალითად: იყო 1999 რინგბერგში და სტრასბურგში ჩატარებული კონფერენციათა თანაორგანიზატორი. მსგავსი ფუნქცია ჰქონდა 2000 წელს ლუმინში, 2005 წელს სანტიაგო-დე-კომპოსტელაში, 2008 წელს ბონში და 2009 წელს ლესტერში გამართულ კონფერენციებში. 2013 წელს წაიკითხა ორი მოხსენება, შეფილდის უნივერსიტეტსა და ნიუტონის ინსტიტუტში (კემბრიჯი). თემურ ფირაშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. წყარო: 1. science.org.ge/old/Election%202013/Pirashvili%20Auto%20CV.pdf
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |