The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თამარ გულიაშვილი

თამარ გულიაშვილი
Date of birth:1 January, 1980  (44 years)
Category:Philologist

Biography

თამარ (თამუნა) გულიაშვილი ინგლისური ენის სპეციალისტია. ბავშვობა და სტუდენტობის წლები თბილისში აქვს გატარებული. უმაღლესი სასწავლებელიც აქვე დაამთავრა და ფილოლოგ-ანგლისტის დიპლომი აიღო. შემდეგ კი ისე მოხდა, რომ დაოჯახების გამო საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა. მაშინ ესპანური საერთოდ არ იცოდა, მაგრამ როგორც ლინგვისტს, ახალი ენის ათვისება არ გასჭირვებია. ჩამოსვლიდან ექვს თვეში უკვე კარგად საუბრობდა ესპანურად და მალე სერვანტესის უმაღლესი დონის (C2) სერთიფიკატიც აიღო. გარდა ამისა, ბაკალავრისა და მაგისტრის ტიტულების გადასაბარებლად წარჩინებით ჩააბარა გამოცდა ესპანეთის ნაციონალურ უნივერსიტეტში (UNED).

ამჟამად თამუნა გულიაშვილი სპეციალობით მუშაობს მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტში (Universidad Complutense de Madrid – UCM). ასევე, ინგლისურ ენას ასწავლის ესპანურ სკოლაში La Salle და კასტილია-ლა მანჩის უნივერსიტეტშიც (UCLM) ესპანელები ინგლისურ ენას სხვადასხვა მიზეზის გამო სწავლობენ, იქნება ეს პროფესიული, საგანმანათლებლო თუ ტურიზმის სფერო. თამუნას მოსწავლეებს შორის სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების გარდა ექიმები და კასტილია-ლა მანჩის პროფესორ- მასწავლებლებლები არიან. იგი კემბრიჯის გამომცდელიც (Cambridge Speaking  Examiner) გახლავთ და ესპანეთში ინგლისური ენის საკუთარი ცენტრი/აკადემიაც (Cambridge English Centre) აქვს.

2017 წელს თამარ გულიაშვილმა ესპანეთში დაიცვა დოქტორის ხარისხი (სოციოლინგვისტიკის განხრით) ინგლისურ ლინგვისტიკაში. ამჟამად ცხოვრობს ტოლედოს პროვინციაში არსებულ ქალაქ ტალავერა დე ლა რეინაში (Talavera de la Reina) და ერთ-ერთ ესპანურ სკოლაში ბილინგვიზმის პროგრამას ხელმძღვანელობს.

წყარო:

1. https://sputnik-georgia.com/columnists/20181031/242752626/Tamar-guliashvili.html


Share: