Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ოთარ გოცირიძე![]()
Biographyოთარ ალექსანდრეს ძე გოცირიძე დაიბადა 1932 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1962 წელს ახალგაზრდა ექიმი იოსებ ჟორდანიასთან ერთად მონაწილეობდა ბრაზილიაში გამართულ გინეკოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაში. სამშობლოში დაბრუნებისას, 1962 წლის 20 აგვისტოს, თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც დაიღუპა იოსებ ჟორდანია, რომელმაც თავისი მაშველი რგოლი უბილეთო მგზავრ გოგონას დაუთმო. თავად ბატონი ოთარი კატასტროფას გადაურჩა. სამედიცინო კარიერა ოთარ გოცირიძემ მოსკოვში გააგრძელა, სადაც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა. მუშაობდა ტრანსპლანტაციის ინსტიტუტში და ჩამოყალიბდა, როგორც ენდოკრინული ორგანოების ტრანსპლანტოლოგი, ქალისა და მამაკაცის უშვილობის მიკროანგიოქირურგი და იმუნოლოგი. ოთარ გოცირიძე ფლობს რამდენიმე უცხო ენას. მისი მეუღლეა დოდო გოგიჩაიშვილი. ჰყავთ ქალ-ვაჟი - ალექსანდრე (ჭაბუკა) და ნინო გოცირიძეები. ამჟამად ცხოვრობენ ნიუ-იორკში. წყარო: გოცირიძეები სამშობლოს გარეთ // ათასად კაცი დაფასდა... : გოცირიძეები. - თბ., 2012. - გვ.135
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |