The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თეონა ლავრელაშვილი

თეონა ლავრელაშვილი
Date of birth:28 November, 1989  (34 years)
Category:Politician

Biography

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი, ბრიუსელის დიპლომატიისა და პროტოკოლის სკოლის მრჩეველი თეონა მამუკას ასული ლავრელაშვილი დაიბადა ქ.თბილისში 1989 წლის 28 ნოემბერს. დედა - ნანა დვალიშვილი. ჰყავს და-ძმა - ლუკა და ნინო ლავრელაშვილები.

2006 წელს თეონამ წარჩინებით დაამთავრა ქართულ-ინგლისურ-ესპანური სკოლა-ლიცეუმი AIA-GESS. ამავე წელს კონკურსის გზით მადრიდის ენების ცენტრში გაიარა ესპანური ენის კურსები და საქართველოში დაბრუნების შემდგომ შეადგინა ესპანურ-ქართული ლექსიკონი.

2007-2011 წწ. თეონა ლავრელაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც მოიპოვა საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი.

სტუდენტობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. 2007 -2011 წლებში სტუდენტური თვითთმმართველობის წევრი იყო; 2008 წელს სტუდენტურ-სამეცნიერო ჟურალ „პირველი სიტყვის“ მთავარი რედაქტორის თანამდებობა ეკავა; 2009-2011 წწ. ხელმძღვანელობდა განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტს;

თეონა არა მარტო მონაწილეობდა ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში, არამედ თავადაც აწყობდა სტუდენტებისათვის კონფერენციებსა და სხვა მრავალ შემეცნებით-ინტელექტუალურ პროექტს.

ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემდგომ თეონა ლავრელაშვილმა 2011 წელს სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის შპაიერის (DHV Speyer)- საერთო სამაგისტრო ინგლისურენოვან პროგრამაზე „საჯარო მმართველობა“, სადაც 2013 წლის დეკემბერში მოიპოვა მაგისტრის ხარისხი. ამ პერიოდში მუშაობდა საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიაში.

გარდა საუნივერსიტეტო ცხოვრებისა ახალგაზრდა პოლიტიკოსი აქტიურად იყო ჩართული არასამთავრობო სექტორში: 2007-2009 წლებში იყო ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის - საქართველოს წევრი, 2009-2010 წწ. - გამგეობის წევრი, 2010-2011 წწ. - პრეზიდენტი. 
როგორც კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტი 2010 – 2013 წლებში იყო მოწვეული ექსპერტი ევროკავშირის პროექტისა - დემოკრატია იწყება შენით.
უნდა აღინიშნოს, რომ მისი ინიციატივით 2010 წლის 12 აგვისტოს საქართველოში პირველად აღინიშნა გაეროს მიერ გამოცხადებული ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე.

2012-2013 წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტს.

მონაწილეობა აქვს მიღებული პოლიტიკის საზაფხულო სკოლებში (შვედეთი, ბელგია, საფრანგეთი, იტალია); მიწვეული იყო სპიკერად არაერთ ახალგაზრდულ საერთაშორისო ფორუმზე (საბერძეთი, გერმანია, ჰოლანდია); აქვს საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების ხელმძღვანელობის მრავალწლიანი გამოცდილება. მის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში საქართველოს მასშტაბით 4000-ზე მეტ ახალგაზრდას აქვს მონაწილეობა მიღებული.

2014 წელს თეონა ლავრელაშვილმა სწავლა დაიწყო ბელ­გი­ა­ში მდებარე, ევ­რო­პის კო­ლე­ჯში (College of Europe) მე­ო­რე სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე. თავიდან ეგონა, რომ ერთ წელიწადში უკან დაბრუნდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. 2015 წლიდან ბრიუსელში დაფუძნდა და მუშაობა დაიწყო ევროპის პარლამენტში (European Parliament).

"სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში მალე გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ბრი­უ­სელ­ში საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბით გა­ცი­ლე­ბით უფრო დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­მეძ­ლო. სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ევ­რო­პის პარ­ლა­მენ­ტში და­ვი­წყე სტა­ჟი­რე­ბა, შემ­დეგ ევ­რო­დე­პუ­ტა­ტის ასის­ტენ­ტი გავ­ხდი, ახლა კი ევ­რო­კო­მი­სი­ის სა­მე­ზობ­ლო­სა და გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხე­ბის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რატ­ში ვარ. უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან და პი­რა­დად მი­ნის­ტრი­დან მქონ­და მხარ­და­ჭე­რა, ბრი­უ­სელ­შიც ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სი თუ სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე და­მეხ­მა­რა, რი­სიც ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ" - ამბობს თე­ო­ნა.

2016 წლის 2 მარტიდან ახალგაზრდა მეცნიერი ევროპული კვლევების ცენტრში (Wilfried Martens Centre fof European Studies) აგრძელებს მუშაობას, 2017 წლის 16 ნოემბრიდან კი, ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ევროკომისიას ქარ­თვე­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ჰყავს - პო­ლი­ტი­კის ოფი­ცე­რი თე­ო­ნა ლავ­რე­ლაშ­ვი­ლი და­სავ­ლეთ ბალ­კა­ნე­თის და თურ­ქე­თის სა­კი­თხებს კუ­რი­რებს. შე­კი­თხვა­ზე, ევ­რო­კო­მი­სი­ა­ში მისი საქ­მი­ა­ნო­ბა რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლოა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, პა­სუ­ხობს, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, შიგ­ნი­დან ნა­ხოს თუ რე­ა­ლუ­რად რო­გორ მუ­შა­ობს ევ­რო­კავ­ში­რი, რო­გორ მი­ი­ღე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და ამ გად­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე ზე­გავ­ლე­ნას რა ფაქ­ტო­რე­ბი ახ­დენს, მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის ქონა კი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

„ვცდი­ლობ, გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ვეხ­მა­რო ბრი­უ­სელ­ში და­არ­სე­ბულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას - „ევ­რო­პუ­ლი ალი­ან­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის", რო­მე­ლიც ევ­რო­პის პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბას ახ­დენს. ახ­ლა­ხანს და­ვი­წყეთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ახა­ლი პრო­ექ­ტი, "გზავ­ნი­ლი ბრი­უ­სე­ლი­დან", ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის ციკ­ლი, რომ­ლის მი­ზა­ნია ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­თან, ნა­ტოს ოფი­ცი­ოზ­თან და წამ­ყვან ექ­სპერ­ტებ­თან სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის თე­მის მაქ­სი­მა­ლუ­რად წინ წა­მო­წე­ვა და სა­ქარ­თვე­ლო­ზე მათი მო­საზ­რე­ბე­ბი­სა და ხედ­ვე­ბის ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­წო­დე­ბა. ასე­ვე, მი­ხა­რია რომ გარ­კვე­უ­ლი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნე ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის მე­გობ­რო­ბის ჯგუ­ფის და­არ­სე­ბის საქ­მე­ში,“ - აღ­ნიშ­ნავს თე­ო­ნა.

მისი აზ­რით, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ, და ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რა, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წინსვლის­თვის ძლი­ერ ბერ­კე­ტად უნდა იქ­ცეს. ამის­თვის კი კო­ორ­დი­ნა­ცია და რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბაა სა­ჭი­რო.

მომ­დევ­ნო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თე­ო­ნა ლავ­რე­ლაშ­ვი­ლი ბრი­უ­სელ­ში დარ­ჩე­ნას, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა­სა და ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კის ას­პექ­ტე­ბის შეს­წავ­ლას გეგ­მავს. ასე­ვე სურს ლუ­ვე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია და­ას­რუ­ლოს. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის კვლე­ვით. ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფერს, რაც შე­ის­წავ­ლა და რა­საც მო­მა­ვალ­ში ის­წავ­ლის, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებს.

წყარო:

1. https://www.ambebi.ge › article › 222206-evrokomisiis-pirveli-kartveli-tan...

2. https://ka-ge.facebook.com › britanulespanuriskola › posts › თეონა-ლავრე..

** Suggested თეონა ლავრელაშვილი in 2023-08-04 01:20:11 **

სალამი, 

ახლა ვნახე ეს ბიოგრაფია - მადლობა ინტერესისათვის. შეიძლება რომ ფოტოს შეცვლა გთხოვოთ, აგრეთვე ბიოგრაფიის განახლება? შემიძლია მოგაწოდოთ განახლებული ვერსია. 

პატივისცემით, 

თეონა 

გამარჯობა თეონა, თქვენი თხოვნით ფოტო შეცვლილია. ბიოგრაფიის განახლებული ვერსიაც აიტვირთება, როცა მოგვაწვდით.


Share: