The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
Home  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
Texts are given in Georgian and English languages.


პრასტო

პრასტო
Legal name:ვაჟა მიქაბერიძე
Date of birth:1967  (53 years)
Category:Sculptor

Biography

პრასტო (ვაჟა მიქაბერიძე) დაიბადა 1967 წელს, თბილისში. 1984-1992 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1993 წელს საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა და სწავლა ფლორენციაში, რიაჩის აკადემიაში განაგრძო (1993-1995 წწ.) ამჟამად, ცხოვრობს და მუშაობს იტალიის ქალაქ Pietrasanta-ში.

პიეტრასანტაში ვაჟა მიქაბერიძეს აქვს სა­ხე­ლოს­ნო, სა­დაც ქმნის თავის სკულპტურებს.

ამ ქალაქში, თავდაპირველად, შემთხვევით მოხვდა. ფლორენციის აკადემიაში სწავლის დროს გარდაიცვალა მისი პროფესორი, რომელსაც Pietrasanta-ში ჰქონდა სახელოსნო და ზოგიერთი სკულპტურა დაუმთავრებელი დარჩა. მისი ოჯახის თხოვ­ნით ეს სკულ­პ­ტუ­რე­ბი ვაჟამ დაასრულა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რომ ამ ქა­ლაქ­ში არის - Fonderia d'Arte Massimo Del Chiaro, პრეს­ტი­ჟუ­ლი სა­ჩა­მომ­ს­ხ­მე­ლო სა­ამ­ქ­რო, რო­მელ­საც მსოფ­ლიო არე­ნა­ზე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად კარ­გი რე­პუ­ტა­ცია აქვს. აქ მუ­შა­ო­ბენ ბრინ­ჯა­ო­ზე, მარ­მა­რი­ლო­ზე... ქან­და­კე­ბის­თ­ვის ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­მუ­შაო სრულ­დე­ბა ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზე, შე­სა­ბა­მი­სად იქმნება ხარისხოვანი პროდუქცია, ამი­ტო­მა­ცაა, რომ Massimo Del Chiaro-ს სა­ამ­ქ­როს­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ხე­ლო­ვა­ნე­ბი მთე­ლი მსოფ­ლიო­დან  - Not Vital, Noguchi, Henry Moore, Brancusi, Noguchi, Naum Gabo, Calder...  ქართველმა მოქანდაკემაც მოსინჯა თავისი ძალები და დღეს, უკვე, თავისი სახელოსნო აქვს ამ ქალაქში. მუ­შა­ობს ფო­ლად­ში, ბრინ­ჯა­ო­ში, მარ­მა­რი­ლო­ში, სხვა­დას­ხ­ვა მე­ტალ­ში, კე­რა­მი­კა­ში...           

პრასტოს ნამუშევრები ინახება საქართველოს, იტალიისა და რუსეთის კერძო კოლექციებსა და სახელმწიფო გალერეებში. ჰქონდა პერსონალური გამოფენებიც: 2014 – „ეკვალიბრიუმი“, ეკატერინას სასახლე, სანქტ-პეტერბურგი; 2015 – „ფიჭვის წიწვები და ღია ხეები“, გალერეა ფრანჩესკო პონზეტა, პიეტრასანტა; 2015 – „ეკვალიბრიუმი“, პეტროვსკი პასაჟი მოსკოვი; 2015 - N'UOVO Piazza del Duomo, წმინდა ავგუსტინეს ეკლესია, პიეტრასანტა...

ვაჟა მიქაბერიძის რამდენიმე ქანდაკება საქართველოშიც დგას. ესენია: ნიკო ფიროსმანის ქანდაკება მის მშობლიურ მირზაანში; სერგო ფარაჯანოვის ქანდაკება დედაქალაქში, ბამბის რიგში; ბალანჩინის სკულპტურა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში; სულ ახლახან, 2019 წლის ნოემბერში კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიხსნა  ქანდაკება – N’Uovo. დაახლოებით ხუთი მეტრი სიმაღლის ქანდაკება აბსტრაქტული კომპოზიციაა, რომელიც კეთილდღეობას, მომავლის ნაყოფიერებასა და სიახლის სიმბოლოს გამოხატავს. ქანდაკება მოძრავია და ქარის ზემოქმედების საშუალებით ტრიალებს. N'Uovo იტალიაში, ავტორის სახსრებით დამზადდა და თბილისის მერიას საჩუქრად გადაეცა. 2016 წლიდან ანალოგიური ქანდაკება დგას იტალიაშიც, ქალაქ პიეტრასანტეს პარკში - La Versiliana.

ნამუშევრების მთელი სერია გააერთიანა მოქანდაკემ გამოფენაში „ეკვილიბრიუმი",სადაც ყველა ექსპონატს კვერცხის ფორმა აქვს და სააღდგომო თემატიკას ეხმიანება:„ნა­მუ­შევ­რე­ბის კონ­ცეფ­ცია წო­ნას­წო­რო­ბას ეხე­ბა, გა­მო­ფე­ნასაც ასე­თი სა­ხელ­წო­დე­ბა

გა­ვუ­კე­თე Equilibrium. ნა­მუ­შევ­რე­ბის მი­მართ ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა, რომ შე­გიძ­ლია ხე­ლით შე­ე­ხო, თან იმის გრძნო­ბა გე­უფ­ლე­ბა, რომ ცო­ტა სა­ში­შიც არის, შე­იძ­ლე­ბა სკულ­პ­ტუ­რა გად­მო­ვარ­დეს... ეს ბუ­ნებ­რი­ვია რე­აქ­ციაა, ხომ?! - ნა­მუ­შე­ვა­რი შე­იძ­ლე­ბა აამოძ­რა­ვო, თან უნ­და და­იც­ვა, რომ არ გად­მო­ვარ­დეს და არ და­ზი­ან­დეს“, ამბობს ვაჟა მიქაბერიძე.

კვერცხის მოცულობითი ფორმის სკულპტურებზე პრასტო დიდი ხანია მუშაობს.

პირ­ვე­ლი სკულ­პ­ტუ­რა Eggs ჯერ კიდევ 1992-93 წლებ­ში გააკეთა, გა­მო­ფე­ნი­ლიც ჰქონ­და "ქარ­ვას­ლა­ში". იტა­ლი­ა­ში გაკეთებული პირველი  ქან­და­კე­ბაც, 1995 წელს, იყო კვერ­ცხი, რო­მე­ლიც 15 წლის მე­რე - 2010 წელს გაყიდა. მოქანდაკე განმარტავს, რომ „ეს მომ­რ­გ­ვა­ლე­ბუ­ლი ფორ­მა იმ­დე­ნად კლა­სი­კუ­რია, სრუ­ლი, დახ­ვე­წი­ლი, ყვე­ლას­თ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბი, თან ად­ვი­ლად მი­სა­ღე­ბი ხდე­ბა. ფორ­მის სტი­ლი­ზე­ბა ხდე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მა­სა­ლე­ბით და ხედ­ვით. ჩე­მი მი­ზა­ნი მხო­ლოდ ვი­ზუ­ა­ლუ­რი ეფექ­ტის შექ­მ­ნაა. დი­ახ, - კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი არ­ტიც არის, აბ­ს­ტ­რაქ­ცი­აც... ვცდი­ლობ, ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც და კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რა­დაც სა­ინ­ტე­რე­სო იყოს. ჩემს სკულ­პ­ტუ­რებს ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რად აღიქ­ვამს, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი ფუნ­ქ­ცია, რაც აქვთ არის ის, რომ 3-5 მეტ­რი­ა­ნი ობი­ექ­ტე­ბი მოძ­რა­ობს, არ არის და­მაგ­რე­ბუ­ლი, უბ­რა­ლოდ დევს და მოძ­რა­ობს...“

მცირე ზომის ფიგურატიულ ქანდაკებას პრასტო თიხაში ძერწავს და მერე ხდება მისი ჩამოსხმა გადიდებული მასშტაბით. სერგო ფა­რა­ჯა­ნო­ვის ქან­და­კე­ბა იური მე­ჩი­თო­ვის ფო­ტოს მი­ხედ­ვით დამ­ზა­დდა. ფოტოდან გაკეთდა ჯორჯ ბალანჩინის, ანუ „მისტერ ბის“ სკულპტურაც. ზუსტად ასეთივე სკულპტურა დგას სანკტ-პეტერბურგშიც. ქალაქ სამარას ამშვენებს მის მიერ შექმნილი ელდარ რიაზანოვის ქანდაკება.

ვაჟა მიქაბერიძე ბევრს მოგზაურობს, რაც ხელს უწყობს მისი ფანტაზიის გაღვივებას. მაგალითად, შვეიცარიაში მოგზაურობის შემდეგ შექმნა მომრგვალებული ფორმის სიმბოლური ობიექტები, რომლებსაც დაარქვა „Butterfly”- „პეპლები“. თავის ემოციებზე საუბრისას პრასტო ამბობს, - „ ისე, რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, იქაც არი­ან პეპ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ ღია ცის­ფე­რი და ნაც­რის­ფე­რი ფრთე­ბი. მდი­ნა­რის პი­რას, ან მთა­შიც დაფ­რი­ნა­ვენ ხოლ­მე. წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რომ ძა­ლი­ან ძლი­ერ ვი­ზუ­ა­ლურ ეფექტს მო­ახ­დენ­და 2-3 მეტ­რი­ა­ნი ობი­ექ­ტე­ბი. ბუ­ნე­ბას­თან შე­ხე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი მაქვს ნა­მუ­შევ­რე­ბი Nolina - ლურ­ჯი, თეთ­რ­სა და ბრინ­ჯა­ო­ში. ყვე­ლა გავ­ყი­დე, ამ დე­კო­რა­ტი­ულ სე­რი­ას ჰქვია Open Trees, ესეც მო­ე­წო­ნათ და გავ­ყი­დე. კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ვი­და, ხის ქერ­ქი­დან ვი­ღებ­დი ყა­ლი­ბებს, ბუ­ნებ­რი­ვად ვაძ­ლევ­დი ხის ზე­და­პი­რის ფორ­მას, მე­რე ვჭრი­დი და მა­რა­ოს ფორ­მას ვაძ­ლევ­დი, - ეს­თე­ტი­კუ­რი თუ კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მო­ვი­და“.

მოქანდაკე ამბობს, რომ ის თავის სკულპტურებს ყიდის და ეს არის მისი შემოსავლის წყარო. თუმცა სხვა მიმართულებითაც მუშაობს, აკეთებს ილუსტრაციებს წიგ­ნის გა­ფორ­მე­ბის­თ­ვის, მუ­შა­ობ­და პორ­ტ­რე­ტებ­ზეც. მუდმივად ცდი­ლობს წინ წავიდეს და არ გაიმეოროს ის, რაც უკვე გააკეთა. მთავარია, რომ მისი ნა­მუ­შე­ვა­რი იყოს ხარისხიანი,

სა­ინ­ტე­რე­სო, ეფექ­ტუ­რი, ჩან­დეს ეს­თე­ტი­კა და არ გახ­დეს მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი.

წყარო:

1. art.gov.ge › ART.GOV.GE › მხატვრები

2. https://at.ge › 2019/11/11 › nuovo

3. მიქაბერიძე, ვაჟა. დევს და მოძრაობს... : ინტერვიუ / ვაჟა მიქაბერიძე ; ესაუბრა მზეხა მახარაძე // 24 საათი. - თბილისი, 2014. - 20 - 26 ივნისი. - N19 (169). - გვ.24-25. - Weekend. 20 - 26 ივნისი. 2014 წ. N19 (169).


Share: