The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე თუმანოვი

Legal name:ალექსანდრე თუმანიშვილი
Date of birth:14 June, 1821
Date of death:29 October, 1872  (at 51 years)
Category:Military Person

Biography

ალექსანდრე გიორგის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი) დაიბადა 1821 წლის 14 ივნისს სოფელ ხელთუბანში (ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი). ალექსანდრემ და მისმა ორივე ვაჟმა სამხედრო საქმეს მიუძღვნეს ცხოვრება და სამივემ რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერლობას მიაღწია. თავად ალექსანდრე თუმანიშვილს ჰქონდა გენერალ-ლეიტენანტის წოდება. კავალერიის გენერალი (1916) იყო მისი უფროსი შვილი, გიორგი (1856-1918), ხოლო, უმცროსმა - კონსტანტინემ (1862-1933), 2017 წელს დაიმსახურა გენერალ-ლეიტენანტის ჩინი.

ალექსანდრე თუმანიშვილმა სამხედრო სამსახური დაიწყო 1840 წელს. ამავე წლის 6 მარტს მას მიენიჭა პრაპორშჩიკის წოდება. მონაწილეობდა 1844-1864 წლების კავკასიის ომებში. ის იყო მთიელთა თურქეთში გადასახლების ერთ-ერთი აქტიური მომხრე. 1851 წელს მაიორის ჩინით მსახურობდა დიდი მთავრის კონსტანტინე ნიკოლოზის ძის სახელობის გრენადერთა პოლკში. 1852 წლის 18 იანვრიდან ტფილისის ეგერთა პოდპოლკოვნიკია. 

ალ. თუმანიშვილი იყო 1853-1856 წწ. ყირიმის ომისა და 1858-1859, 1860-1864 წწ. კამპანიების მონაწილე; 1860 წელს პოლკოვნიკის ჩინით მონაწილეობდა ბრძოლებში და ამავე წლის 3 ნოემბერს ებოძა ოქროს ხმალი (მამაცობისათვის); 1862 წლის 27 ოქტომბრიდან ის უკვე გენერალ-მაიორია; 1868-1869 წწ. ეკავა თერგის ოლქის საშუალო სამხედრო განყოფილების უფროსის თანამდებობა; 1869-1870 წწ. მეთაურობდა 78-ე ქვეითთა ნავაგინის პოლკს; 1870-1872 წწ. იყო პირველი კავკასიური არმიის კორპუსის  მე-20 ქვეითი დივიზიის მეთაური; 1870 წლის 30 აგვისტოს მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება.

ალ. თუმანიშვილი გარდაიცვალა 1872 წლის 29 ოქტომბერს, თბილისში.

სამხედრო კარიერის მანძილზე დაჯილდოებული იყო შემდეგი ორდენებით: წმ. ანას III ხარისხის ბაფთით (1850); წმ. ანას II ხარისხის (1853) და ამ ორდენზე დამატებული საიმპერატორო გვირგვინი (1854); წმ. ვლადიმირის IV ხარისხის მახვილებითა და ბაფთით (1862); წმ. ვლადიმირის III ხარისხის მახვილებით (1863); წმ. ანას I ხარისხის მახვილებით (1866) და წმ. ვლადიმირის II ხარისხის (1867).

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია. ტ. 4. - თბილისი, 2018. - გვ. 119.

2. ru.hayazg.info › Туманов_Александр_Геор.


Share: