The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ლალი ხარებავა

Date of birth:196?
Category:Painter

Biography

„ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბა ად­ვი­ლი არ არის. ყვე­ლა­ფერს და­მო­უ­კი­დებ­ლად და ნუ­ლი­დან იწყებ. ადაპ­ტა­ცია ძნე­ლია, რაც უნდა ლა­ღად იგ­რძნო თავი, მა­ინც ემიგ­რან­ტი ხარ. დიდი გან­სხვა­ვე­ბაა ამ­ხე­ლა სა­ხელ­მწი­ფოს და ჩვენ პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლოს წეს-ჩვე­უ­ლე­ბებს შო­რის... ამე­რი­კამ მიგ­ვი­ღო, შეგ­ვიყ­ვა­რა და ცხოვ­რე­ბა­ში აქ ყოფ­ნით, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე... მაგ­რამ სამ­შობ­ლო ყვე­ლას გვე­ნატ­რე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი არ ნელ­დე­ბა. ფეს­ვე­ბი, სუ­ლის ყი­ვი­ლი, ბავ­შვო­ბა ჩემ­შია, რა ვქნა, მიყ­ვარს და ეს სიყ­ვა­რუ­ლი მაძ­ლე­ბი­ნებს...“ - ამ სიტყვებით გამოხატავს ამერიკაში მცხოვრები მხატვარი სამშობლოს მონატრებას...

 ლალი ხა­რე­ბა­ვა და­ი­ბა­და თბი­ლის­ში, როგორც თვითონ ამბობს, ერთ ჩვეულებრივ ოჯახში. და­მთავრებული აქვს თბილისის 167-ე სკო­ლა და თო­ი­ძის სა­ხე­ლო­ბის სამ­ხატ­ვრო სას­წავ­ლე­ბე­ლი, დე­კო­რა­ტი­უ­ლი ქსო­ვი­ლე­ბის გან­ხრით. შემ­დეგი საფეხური იყო თბი­ლი­სის კულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტის ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ექ­სპერტ-მე­ნე­ჯე­რის ფა­კულ­ტე­ტი. პა­რა­ლე­ლუ­რად, გივი ყან­და­რე­ლის ჯგუფ­ში სწავ­ლობ­და, სადაც დაეუფლა გობელენის ქსოვის ხელოვნებას.

შემოქმედებითი ცხოვრების დასაწყისში ახალგაზრდა მხატვარმა რამდენიმე საინტერესო გა­მო­ფე­ნაში მიიღო მონაწილეობა - 1988 წელს საფ­რან­გე­თი, ლი­ო­ნი; 1989 წელს - ნიუ-იორ­კი; 1997 წელს - თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უმ-ქარ­ვას­ლა.

1990-იანებში საქართველოში მძიმე პერიოდი იდგა. მოსახლეობას მატერიალურად ძალიან უჭირდა და არც მომავლის პერსრექტივა ჩანდა. მხატვრების უმრავლესობა, მათ შორის ლალი ხარებავაც, შემოქმედებითი ცხოვრების გასაგრძელებლად უცხოეთში წასვლას ცდილობდა.

1998 წელს ლალის გაუმართლა და ამერიკაში წასვლის ნებართვა მიიღო. მი­ზე­ზი კი, 1989 წელს ნიუ-იორკში გა­მო­ფე­ნი­ლი მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი აღ­მოჩ­ნდა. იქ აღებულმა სი­გელ­მა დიდი ყუ­რა­დღე­ბა მიიქცია და კონსულმა ვიზა უპრობლემოდ ჩაურტყა.

ამე­რი­კა­ში წასვლის მი­ზა­ნი და სურ­ვი­ლი მო­მა­ვალ­ში გა­მო­ფე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა იყო. ჩა­სვლი­დან რამ­დე­ნი­მე ხან­ში ერთ პა­ტა­რა ჯგუ­ფურ გა­მო­ფე­ნა­შიც მიი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა (2000 წელი - ნიუ-იორ­კი, ბროდ­ვეი (ჯგუ­ფუ­რი გა­მო­ფე­ნა). მერე იყო შრო­მა და მუ­შა­ო­ბა თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად...

ლალი ხარებავა 22 წე­ლია ამერიკაში ცხოვ­რობს და დღეს უკვე ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა, თუმცა არც საქართველოს მოქალაქეობაზე უთქვამს უარი, ანუ ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვს. ამჟამად ამე­რი­კე­ლებ­თან კომ­პა­ნი­ო­ნად მუ­შა­ობს, პა­რა­ლე­ლუ­რად თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

ბოლო წლებში ქართველმა მხატვარმა ორ მნიშვნელოვან გამოფენაში მიიღო მონაწილეობა : 2018 წელი - „არ­ტექ­სპოს“ სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზი; 2019 წელი - ჯორჯ ბი­ლის გა­ლე­რეა. მის მიერ შექმნილი ნამუშევრები 3D ­განზომილებაშია შესრულებული.

ნიუ იორკული „არტექსპო“(ArtExpo New York), უკვე, 40 წელია რაც არსებობს და თავისი არსებობის მანძილზე არა მარტო ცნობილი, არამედ უცნობი არტისტების, გალერეების პრეზენტაციისა და  საქმიანი კავშირების გაბმის უნიკალურ შანსად იქცა. 2018 წელსაც, მანჰეტენის ერთ–ერთ პირსზე (“პირს 94″)  ათასზე მეტი ხელოვანის ნამუშევარი გამოიფინა: ფერწერა, სკულპტურა, პრინტი, ფოტოგრაფია, კერამიკა, ლითოგრაფია, მინა და თექაც. თექაზე შესრულებული ნამუშევრები ამ სახელოვნებო ფორუმზე მხოლოდ ერთ სტენდზე იყო წარმოდგენილი და ის ლალი ხარებავას ეკუთვნოდა. გამოფენისთვის არჩეულ იქნა 4 პანო  - „გვი­რი­ლე­ბი“, „მზე­სუმ­ზი­რე­ბი“, „თეთ­რი ლი­ლი­ე­ბი“ და „ფე­რა­დი ლი­ლი­ე­ბის“ ნა­ტურ­მორ­ტე­ბი. 

ქართველი ხელოვანი ძი­რი­თა­დად ბუნებრივი მასალებით მუშაობს, როგორც თექაზე, ასევე გო­ბე­ლენ­ში. შალის ძაფისთვის მცენარეულ საღებავებს იყენებს, თე­ქის­თვის კი ფე­რად მა­ტყლს ხმარობს. მის მიერ შემუშავებული ტექნიკის მეშვეობით თექა რელიეფური და მოცულობითი ხდება. - „სამ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში უფრო ეფექ­ტი­ა­ნია ნა­მუ­შევ­რე­ბის შექ­მნა, - ეს მნახ­ვე­ლის გა­ო­ცე­ბა­საც იწ­ვევს. თა­ვი­დან, ვქმნი ცალ­კე­ულ დე­ტალს და მერე ვა­წყობ“, - აღნიშნავს მხატვარი.

ლალი ხარებავას ჰყავს ქარ­თვე­ლი მე­უღ­ლე (მო­ქან­და­კე) და 10 წლის ვაჟი - ლუკა გო­გუ­ა­ძე. ოჯა­ხი ამერიკაში შექმნა. ბედნიერია, რომ ხელოვნების ნიჭი შვილსაც გამოჰყვა. ლუკა მე­ხუ­თე წე­ლია, და­დის ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე და უკვე რამ­დენ­ჯერ­მე მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამე­რი­კის ბავ­შვთა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლებ­ში. ჯერ კი­დევ 6 წლის ასაკ­ში (მ. ებ­რა­ლი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით) და­უკ­რა ორ­კესტრის თან­ხლე­ბით. მერე იყო კარ­ნე­გი-ჰოლი. შემ­დგომ ოპე­რის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი.

წყარო:

https://www.ambebi.ge/article/245100-kartveli-emigranti-kali-ormagi-mokalakeobit-romel/

blogs.netgazeti.ge › 2018/05/13 › არტექსპო-კალეიდ...

სამსონაძე, თამთა. ძაფებით შექმნილი იდუმალება // 24 საათი. - თბილისი, 2007. - 7 თებერვალი. - N25 (1469). - გვ.A8

 


Share: