შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
მიხეილ იაშვილი![]()
ბიოგრაფიაიაშვილი ერთ-ერთი უძველესი გვარია საქართველოში. ყველაზე ადრინდელი ცნობა იაშვილების საგვარეულოს შესახებ 1432 წლით არის დათარიღებული. ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, ამ გვარს მოიხსენიებს, როგორც ერთ-ერთ წარჩინებულ გვარს რაჭაში. თავადი მიხეილ ალექსის ძე იაშვილი (1748-1811) წარმოშობით ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავადან ყოფილა. მის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორის წოდება ჰქონდა, მონაწილეობდა 1768-1774 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში, შემდგომში კი მსახურობდა სესტრორეცკის და სანქტ-პეტერბურგის დენთის ქარხნების უფროსად. ბევრად მეტი ვიცით მისი ვაჟების, ვლადიმერ და ლევან (ლეო) იაშვილების შესახებ. ძმების რუსეთის მეფის სამსახურში გამწესება იმპერატორ ეკატერინე II-ის დროს მომხდარა. ორივემ სამხედრო კარიერის მწვერვალებს მიაღწია. ვლადიმერ იაშვილი (1764-1815) გენერალ-მაიორი გახდა (1801), მაგრამ რუსეთის იმპერატორის, პავლე I-ის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის, ალექსანდრე I-მა იგი თავის მამულში, კალუგის გუბერნიაში, სოფელ მურომცევოში გადაასახლა და პოლიციის მეთვალყურეობა დაუწესა. უფრო წარმატებული აღმოჩნდა უმცროსი ძმის, ლევანის (1772-1836) სამხედრო კარიერა. მან მრავალ ბრძოლაში გამოიჩინა თავი, მათ შორის 1812 წლის ომში და 1819 წელს არტილერიის სრული გენერლის ტიტული დაიმსახურა. ლევან იაშვილმა 1832 წელს მიიღო უფლება, ეპოლეტებზე ეტარებინა იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ვენზელი. მისი პორტრეტი, შესრულებული ინგლისელი მხატვრის ჯ. დოუს მიერ, განთავსებულია ზამთრის სასახლის სამხედრო გალერეაში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.176
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |