The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვასილ ფიცხელაუროვი

Legal name:ვასილ ფიცხელაური
Date of birth:1868
Date of death:1929  (at 61 years)
Category:Military Person

Biography

გენერალ-მაიორი ვასილ ფიცხელაუროვი დაიბადა 1878 წელს, გაკაზაკებული ქართველის ოჯახში. მისი მამა, პეტრე ფიცხელაური, კავკასიური ენების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა  და სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობასთან ერთად, თარჯიმნობასაც ეწეოდა რუსებისათვის მთიელებთან ურთიერთობაში. არსებობს გორშელტის ფერწერული ტილო: „შამილის დატყვევება“, სადაც გამოსახულია რუსი მხედართმთავრებით გარშემორტყმული, შამილის გვერდით მდგომი მთარგმნელის მოვალეობის შემსრულებელი – პეტრე ფიცხელაური. ვასილის უმცროსი ძმა, ალექსანდრე პეტრეს ძე ფიცხელაუროვი (1978-1928) ასევე სამხედრო პირი და მეფის რუსეთია არმიის გენერალ-ლეიტენანტი გახლდათ, ემიგრაციაში იმყოფებოდა საფრანგეთში.

ვასილ ფიცხელაუროვი რუსეთის იმპერიის ჯარში მსახურობდა 1886 წლიდან. 1889 წლიდან ოფიცერია. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა და პირველ მსოფლიო ომებში.

1916 წლიდან პოლკოვნიკია, 1918 წელს მსახურობდა დონის ჯარში, 1920 წელს სამხედრო სამახურიდან გადადგა,

ემიგრაციაში ცხოვრობდა იუგოსლოავიაში. 1929 წლამდე იყო კადეტთა კორპუსის მასწავლებელი. 

წყარო:

1. ვასილ პეტრეს ძე ფიცხელაუროვი... // ქართული ემიგრაცია ევროპაში /გიორგი ბეჟიტაბშვილი. - თბილისი, 2012. - გვ. 56.

2. ჯავახიშვილი ნიკო. გენერალ–მაიორი ალექსანდრე ფიცხელაუროვი (ფიცხელაური) // ქართული დიპლომატია. – 2003. – №10. – გვ. 493–495.



Share: