The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


დიმიტრი ზაქარიას ძე იოსელიანი

დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1820
გარდაცვ. თარიღი:24 იანვარი, 1900  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:წმ. ეკატერინეს ტაძრის გალავანი, ქ. ხერსონი, უკრაინა
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

გენერალ–მაიორ ზაქარია იოსელიანის ­შვი­ლი, დიმიტრი იოსელიანი დაიბადა 1820 წლის 12 იანვარს.

მისი სამხედრო კარიერა წარმატებით განვითარდა. ის იყო ყირიმის (1853–1856) და რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878) ომების მონაწილე; 1878 წლიდან პოლკოვნიკი; 1859-1882 წწ. მსახურობდა აღმოსავლეთ ციმბირის გენერალ-გუბერნატორთან განსაკუთრებულ დავალებათა მიმართულებით.  1882 წლის 19 სექტემბერს მიიღო რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორის წოდება. იმავე წელს სამსახურიდან გადადგა. 

გარდაიცვალა ქ. ხერსონში (უკრაინა). დაკრძალულია იქვე წმ. ეკატერინეს ტაძრის გალავანში.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: . IV. -თბ., 2018. - გვ.337-338.


გააზიარე: