Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ვიქტორ სიდამონ-ერისთავი![]()
Biographyვიქტორ სიდამონ-ერისთავი სან-ფრანცისკოში კომპანია „Eristavi Winery“ს დამფუძნებელია. იგი ამერიკაში ცნობილი ქართული გვარის - ერისთავების შთამომავალია. სიდამონ-ერისთავები არაგვის ერისთავების შთამომავლები არიან. ვიქტორის დიდი ბაბუა, სვიმონ (სიკო) სიდამონ-ერისთავი, აშშ-ში პირველი ქართული დიასპორული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, ხოლო ბაბუა, კონსტანტინე (კონი) ერისთავი კი ნიუ იორკის ვიცე-მერი გახლდათ. სიკო ერისთავს ამერიკელი მეუღლე ჰყავდა. მისი შვილები და შვილიშვილები უცხოეთში დაიბადნენ და გაიზარდნენ, მაგრამ ქართულ ადათ-წესებსს პატივს სცემენ და საქართველოსთან კავშირს არ კარგავენ. ვიქტორ ერისთავმა 2006 წელს დაიწყო კალიფორნიაში ღვინის წარმოება. მის კომპანიას მჭიდრო კავშირი აქვს სან ფრანცისკოს ქართულ დიასპორასთან. ამის მაგალითია, 2018 წლის 2 ივნისს, სან-ფრანცისკოში „Eristavi Winery“-ში გამართული ღონისძიება, რა დროსაც საქართველოს საელჩომ აშშ-ში და საქართველოს გენერალურმა საკონსულომ სან ფრანცისკოში ერთობლივად უმასპინძლეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავ მიღებას, რომელსაც კალიფორნიის შტატის ქართული დიასპორის წარმომადგენლები და საქართველოს ამერიკელი მეგობრები დაესწრნენ. როგორც ვიქტორ სიდამონ-ერისთავმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძესთან შეხვედრისას აღნიშნა, წლის განმალობაში ერისთავის მარანში უამრავი ღონისძიება ეწყობა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ენის პოპულარიზაციას: „ხალხს ვუხსნით ღვინის კულტურაზე, ვლაპარაკობთ საქართველოზე, ვუჩვენებთ ქართულ ფილმებს. ხშირად მოდიან სოციალური მედიის ორგანიზაციები, მათ ვესაუბრებით ქართული სუფრის წესებზე, თუ რატომ არის ის ასეთი განთქმული“, - განაცხადა „Eristavi Winery“-ს დამფუძნებელმა. ვიქტორ სიდამონ ერისთავის სურვილი და მიზანია „Eristavi Winery“- ს ეგიდით კალიფორნიაში „თბილისობის“ აღნიშვნა. წყარო: 1. http://newyork.mfa.gov.ge/default.aspx?lang=1&sec_id=437&NewsID=132520
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |