Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
შანშე იესეს ძე ერისთავი![]()
Biographyრუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი შანშე (პავლე) იასეს ძე ერისთავი (ქსნის) დაიბადა 1765 წელს ახალგორში. მამა -იესე (აღაბაბა) იესეს ძე ერისთავი. დედა - მარიამ (მაია) იესეს ასული ამილახვარი. იესე (აღაბაბას) უზარმაზარი მამულები ჰქონია გორის მხარეში. მის სამ შვილს - შანშეს, თორნიკეს (ალექსანდრეს) და გიორგის (სენატორს) წილში რგებიათ კარალეთი. შანშე პირველი დასახლებულა კარალეთში, შემდეგ თორნიკე და ბოლოს, სოფელ იკოთში მცხოვრები გიორგიც კარალეთს დამკვიდრებულა, საიდანაც ჯერ ატენში და შემდეგ გორში გადასულა საცხოვრებლად. კარალეთის შემდეგ შანშეც გორში დასახლდა. თავდაპირველად ის გახლდათ გიორგი XII-ის ეშიკაღასბაში (საპოლიციო-ადმინისტრაციული აპარატის უფროსი). 1800 წლიდან მსახურობდა დიდი შულავერის მოურავად. 1803 წლიდან ბორჩალოს მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო. 1811 წელს შანშე ერისთავმა პირადად შეაიარაღა 200 კაცი და მოქმედებდა რუსებთან ერთად ლეკების წინააღმდეგ. ორჯერ აირჩიეს თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლად. ერთგული სამსახურისთვის რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა დააჯილდოვა ბრილიანტებით მოჭედილი ოქროს საათით და სათუთუნეთი, ალექსანდრე I-მა კი - ოქროს ხმლით (მამაცობისთვის) და წმინდა ანას II ხარისხის ორდენით. შანშე ერისთავი არის 1832 წლის შეთქმულების აქტიური მონაწილეების დიმიტრი და ელიზბარ ერისთავების მამა. იგი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი მეუღლე, ელენე ივანეს ასული ჯამბაკურ-ორბელიანი (1785-1817) - ალექსანდრე ჭავჭავაძის ცოლისდა. ის ახალგაზრდა გარდაიცვალა. მეორედ იქორწინა მარიამ ზაქარიას ასულ აბაშიძეზე. შანშე იასეს ძე გარდაიცვალა 1831 წლის 3 სექტემბერს. წყარო: 1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.64 2. ქენქაძე ვიტალი. ქსნის ერისთავების საქართველო. - თბილისი, 2016.- გვ. 266-267
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |