The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მაია ჩიკვილაძე

მაია ჩიკვილაძე
Date of birth:197?
Category:Medical Doctor

Biography

საფრანგეთში მცხოვრები ექიმი მაია ჩიკვილაძე საქართველოში დაიბადა. 1989 წელს  თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში აბარებდა ბიოტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, მაგრამ ვერ მოხვდა. მომდევნო წელს არჩევანი სამედიცინო ფაკულტეტზე შეაჩერა და სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. შემდეგ დაიწყო 90-იანი წლები… გაურკვევლობა და პრობლემები. 1995 წელს გარდატეხა მოხდა. ჟან ვანიესთან შეხვედრამ მისი ცხოვრების გზა რადიკალურად შეცვალა…

ჟან ვანიე იყო თეოლოგი და ფილოსოფოსი (1929-2019). 1964 წელს მან თანამოაზრეებთან ერთად დააარსა საერთაშორისო, კერძო, საქველმოქმედო ორგანიზაცია L'Arche, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დასახმარებლად. დღეს ეს ორგანიზაცია მოქმედებს ხუთივე კონტინენტზე.

მაია ჩიკვილაძე საქართველოდან 1990-იანებში წავიდა და წლების განმავლობაში მუშაობდა  L’Arche-ში.

ამჟამად პარიზში ცხოვრობს. არის უფროსი ნევროლოგი Hôpital Foch-ში. პარიზის საუკეთესო ნევროლოგიურ განყოფილებებში მუშაობამ დიდი გამოცდილება შესძინა ისეთ მიკრო სპეციალიზაციებში, როგორებიც არის: ნერვიული სისტემის დიზიმუნური დაავადებები, მათ შორის გაფანტული სკლეროზი, ვასკულარული ნევროლოგია, ნეიროგენეტიკა და ნეირო მეტაბოლური დაავადებები.

ცხოვრებაში ბევრი სირთულე შეხვდა, მაგრამ არ დანებდა და დღეს დარწმუნებულია თავის პროფესიულ შესაძლებლობებში: „მედიცინამ მასწავლა ორი რამ: დაიჯერე სხვისი გამოცდილების, მაგრამ არ დაჯერდე! თუ ეჭვი გაქვს, არ დანებდე! დარწმუნდი, რომ ყველაფერი გააკეთე პაციენტისთვის, რომ მასთან ერთად შეგიძლია დასძლიო დაავადებები. საჭიროა ყოველთვის წინსვლა, ახალის შეცნობა, წყაროს გადამოწმება – ანუ დინამიკა, წონასწორობის ძებნა შენს თავში და სამყაროში, რადგან სიცოცხლე ჰარმონიული მოძრაობა და წინსვლაა, რაც ჩერდება – კვდება…“, - წერს მაია ჩიკვილაძე.

წყარო:

https://speech.ge/meditsina/maia-chikviladze-eqimi-saphrangethi/


Share: