შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
გიორგი გიორგის ძე თუმანიშვილი![]()
ბიოგრაფიაგიორგი თუმანიშვილი დაიბადა 1880 წლის 29 ივლისს. მამა - ინფანტერიის გენერალი გიორგი იასეს ძე თუმანიშვილი. სამხედრო იყო მისი ბიძაც - ინჟინერ- გენერალი ნიკოლოზ იასეს ძე თუნანიშვილი. განათლება მიიღო თბილისის კადეტთა კორპუსში და სანქტ-პეტერბურგის კონსტანტინეს საარტილერიო სასწავლებელში. 1898 წლიდან ჩადგა სამხედრო სამსახურში. 1909 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის გენერალური შტაბის ნიკოლოზის აკადემია (I თანრიგით). 1911-1912 წწ. იყო ყარსის ციხესიმაგრის შტაბის სამწყობრო განყოფილების უფროსი; 1912-1914 წწ. – 24-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსი ადიუტანტი; 1915-1917 წწ. - გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი. 1916 წელს მიიღო პოლკოვნიკის ჩინი. 1917 წელს დანიშნეს სამხედრო მინისტრის თანაშემწედ; ამავე წელს მიანიჭეს რუსეთის არმიის გენერალ-მაიორის წოდება. დაჯილდოებული იყო წმ. ანასა და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების დროს მოკლეს პეტროგრადში, 1917 წ. 26 ოქტომბერს. წყარო: 1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.119
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |