შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
დიმიტრი გიორგის ძე თუმანიშვილი![]()
ბიოგრაფიარუსეთის იმპერიის არმიის გენერალი დიმიტრი გიორგის ძე (რუსულ წყაროებში - ეგორის ძე) თუმანიშვილი (თუმანოვი) დაიბადა 1821 წელს. 1841 წლის 5 სექტემბრიდან სამხედრო სამსახურშია. 1858 წლის 16 ივლისს მიიღო მაიორის, ხოლო, 1865 წლის 1 სექტემბერს - პოდპოლკოვნიკის წოდება. 1853-1856 წწ. მონაწილეობდა ყირიმის და 1877-1878 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომებში. 1862-1867 წწ. მსახურობდა თბილისის, დიდი მთავრის კონსტანტინე კონსტანტინეს ძის სახელობის მე-15 გრენადერთა პოლკში. 1871 წლის 28 მარტს პოლკოვნიკის ჩინი უბოძეს. 1875-1879 წწ. იყო ალექსანდროპოლის ციხის სახაზო ბატალიონის მეთაური. 1879-1883 წწ. საგანგებო დავალებათა შტაბ-ოფიცერი კავკასიის არმიის მთავარ შტაბთან არსებულ ქვეითთა ჯარში. 1884 წლის 13 სექტემბრიდან ატარებდა რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორის წოდებას. მიღებული აქვს რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ხარისხის ორდენები: 1958 - წმინდა ანას III ხარისხის (ხმლებითა და ბაბთით); 1860 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის (ხმლებით); 1863 - საიმპერატორო გვირგვინი წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენთან; 1866 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის; 1874 - წმინდა ანას II ხარისხის; 1879 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი. გარდაიცვალა 1888 წელს. დაკრძალულია თბილისში, იოანე ღვთისმეტყველის ვერის რუსული ეკლესიის გალავანში. წყარო: 1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.121 2. http://mematiane.ge/product-details.php?id=3838&&lang=ru
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |