The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მიხეილ გრიგოლის ძე თუმანიშვილი

მიხეილ გრიგოლის ძე თუმანიშვილი
Date of birth:8 November, 1892
Date of death:21 February, 1921  (at 28 years)
Category:Military Person

Biography

მიხეილ გრიგოლის ძე თუმანიშვილი დაიბადა 1892 წლის 8 ნოემბერს, თბილისში, მცხეთის პოლიცმეისტერის, კაპიტან გრიგოლ დიმიტრის ძე თუმანიშვილის და მარიამ გაბრიელის ასულ ყორღანაშვილის ოჯახში.

1915 წელს დაამთავრა პეტერბურგის საარტილერიო სასწავლებელი.

პორუჩიკის წოდებით მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (კავკასიის ფრონტი).

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ფორმირებისთანავე (1918) ჩადგა მის სამსახურში და შტაბს-კაპიტნის წოდებით დაინიშნა სამხედრო სამინისტროს საარტილერიო სექციის უფროსის თანაშემწედ.

1921 წლის თებერვალში თბილისის მისადგომებთან ბოლშევიკური რუსეთის მე-11 წითელი არმიის  წინააღმდეგ ბრძოლაში მეთაურობდა სოღანლუღის ფრონტზე განთავსებულ მე-2 საარმიო დივიზიონის მე-2 სამთო საარტილერიო ბატარეას.

დაიღუპა ბრძოლის დროს, 1921 წლის 21 თებერვალს, სოფელ სოღანლუღთან .

ომში დაღუპულ სხვა ქართველ სამხედროებთან ერთად დაკრძალეს სამხედრო ტაძრის ეზოში (ე. წ. „სობოროსთან“), ამჟამინდელი პარლამენტის შენობის წინ (ტაძრის დანგრევის შემდეგ საფლავი დაკარგულია).

დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმირის ორდენითა და წმ. გიორგის ჯვრით.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: . IV. -თბ., 2018. -გვ.124

2. მიხეილ გრიგოლის ძე თუმანიშვილი // გაზ. კოლხური კოშკი, თბ., 1995, #23 (28). 

3. https://ka.wikipedia.org/wiki/მიხეილ_თუმანიშვილი_(ოფიცერი)


Share: