The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ანთიმოზ გამყრელიძე

ანთიმოზ გამყრელიძე
Date of birth:3 September, 1851
Date of death:24 November, 1893  (at 42 years)
Category:Politician

Biography

ანთიმოზ ევდოკიმეს (ევდოს) ძე გამყრელიძე დაიბადა 1851 წლის 3 სექტემბერს რაჭის მაზრის სოფელ უწერაში, აზნაურის ოჯახში.

1865-1872 წლებში სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, თუმცა სრული კურსი არ დაუმთავრებია. 1872- 1875 წლებში პეტერბურგის სამედიცინო–ქირურგიულ აკადემიაში სწავლობდა, მაგრამ იქიდანაც გამოვიდა, მოსკოვს გაემგზავრა და „სრულიად რუსეთის სოციალისტურ–რევოლუციური ორგანიზაციის“ საქმიანობაში ჩაება; იყო ამ ორგანიზაციის აქტიური წევრი და ერთ–ერთი ხელმძღვანელი;

რევოლუციონერთა წრეში იგი მეტსახელად „გაშკას“ ატარებდა.

1875 წლის მაის-ივნისში ანთიმოზ გამყრელიძემ კავკასიაში იმოგზაურა, სადაც პროპაგანდას უწევდა ხალხოსნურ იდეებს. აგვისტოს თვეში კვლავ გეგმავდა საქართველოში ჩამოსვლას, რასაც ხელი მისმა დაპატიმრებამ შეუშალა.

ანთიმოზ გამყრელიძე არ იფარგლებოდა ორგანიზაციის საერთო ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია, რომ სრსრო-ს წევრებიდან მხოლოდ იგი აწარმოებდა პროპაგანდას გლეხებს შორის.

დააპატიმრეს მოსკოვში 1875 წლის 11 აგვისტოს. გაასამართლეს „50-ის პროცესზე“ და 1877 წლის 14 მარტის განჩინებით 5 წლით საკატორღო მუშაობა მიუსაჯეს.

კასაციის შემდეგ მიესაჯა ირკუტსკის გუბერნიაში 4 წლით  გადასახლება.

1884 წლამდე სასჯელს იხდიდა დაბა ვერხოლენსკში. იქიდან გადაიყვანეს ტომსკში. იქ ექიმად მუშაობდა.

რამდენიმე წლის შემდეგ მშობლიურ რაჭაში დაბრუნების ნება დართეს. უწერაში დასახლდა და იქაურებს სამედიცინო მომსახურებას უწევდა. 

1989 წელს, ტომსკში ყოფნის დროს იქაური გიმნაზიელებისთვის აკრძალული წიგნების მიწოდებისთვის, კვლავ დააპატიმრეს და ხელმეორედ გადაასახლეს ციმბირში.

1893 წელს დაავადებული და ფიზიკურად გატეხილი სამშობლოში დაბრუნდა. დიდხანს აღარ უცოცხლია. 1893 წლის 24 ნოემბერს, ქუთაისში გარდაიცვალა. 

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: .I.–თბ., 1997.–გვ.545

2. შველიძე ზაქარია. ანთიმოზ ევდოს ძე გამყრელიძე // ამიერკავკასიელები სრულიად რუსეთის სოიალურ-რევოლუციურ ორგანიზიციაში“ (1874-1876 წწ.). - თბილისი, 1974. - გვ. 130-134

3. პირველი ქართველი "ნაროდნიკები": (ფოტოები იხ. "ნიშადურის" N43) // ნიშადური.- 1908.- N44.- გვ.12

4. "ქუთაისში გარდაიცვალა ანთიმოზ ევდოკიმეს ძე გამყრელიძე" //ივერია.-1893.25 ნოემბერი. - N255-გვ.2.

5. ჯაფარიძე, ს. (ჯ-ძე, ს.).ორიოდე სიტყვა ანთიმოზ გამყრელიძეზედ //ივერია.-1894.13 იანვარი, N9.- გვ.2-3


Share: