Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ნიკოლოზ იესეს ძე თუმანიშვილი![]()
Biographyნიკოლოზ იესეს ძე თუმანიშვილი (თუმანოვი) დაიბადა 1844 წლის 24 ოქტომბერს, სოფელ ხელთუბანში, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი. სამხედრო პირი იყო მისი ძმაც, ინფანტერიის გენერალი გიორგი იასეს ძე თუმანიშვილი. დაამთავრა პეტერბურგის პირველი კადეტთა კორპუსი (1863), პავლეს სახელობის პირველი სამხედრო სასწავლებელი (1864) და გენერალური შტაბის ნიკოლოზის საინჟინრო აკადემია (I თანრიგით). 1863 წლიდან სამხედრო სამსახურში იყო. კადეტთა კორპუსის დამთავრების შემდეგ განაწილებით მოხვდა კავკასიის მესანგრეთა პირველ ბატალიონში. წოდებები: პრაპორშჩიკი (1863); პოდპორუჩიკი (1865); პორუჩიკი (1867); შტაბს-კაპიტანი (1871); კაპიტანი (1875); პოდპოლკოვნიკი (1878); პოლკოვნოკი (1881); გენერალ-მაიორი (1892); გენერალ-ლეიტენენტი (1899); ინჟინერ-გენერალი (1907). მონაწილეობდა 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომში. 1880-1982 წწ. იყო ქუთაისის საინჟინრო დისტანციის უფროსი; 1882-1997 წწ. - ყარსის ციხესიმაგრის საინჟინრო სამმართველოს უფროსი. 1897-1999 წწ. ეკავა იმიერკასპიისპირეთის ოლქის საინჟინრო ნაწილის უფროსის პოსტი. 1903 წელს დროებით მეთაურობდა 38-ე ქვეით დივიზიას. 1904-1905 წწ. რუსეთ-იაპონიის ომის დროს დაინიშნა მანჯურიის პირველი არმიის ინჟინერთა ინსპექტორის თანამდებობაზე. 1899- 1904, 1905-1906 წწ. იყო ვარშავის სამხედრო ოლქის საინჟინრო ნაწილის უფროსი; 1906 წლის ივლისიდან - ბრესტ-ლიტოვსკის ციხესიმაგრის კომენდანტი. 1910 წელს დანიშნეს სამხედრო საბჭოს წევრად, სადაც 1912-1914 წწ. რუსეთ-იაპონიის ომთან დაკავშირებული ანგარიშებისა და საქმეების შემსწავლელ დროებით კომისიას თავმჯდომარეობდა. I მსოფლიო ომის (1914) დაწყებისთანავე დაიკავა დვინის სამხედრო ოლქის უფროსის თანამდებობა. 1915 წლის სექტემბერში გადაიყვანეს პეტროგრადის სამხედრო ოლქის უფროსად. 1916-1917 წწ. იყო დასავლეთის ფრონტის არმიების მომარაგების მთავარი უფროსი. თებერვლის რევოლუციის შემდეგ თანამდებობა დაკარგა, მაგრამ შეინარჩუნა ადგილი სამხედრო საბჭოში. რუსეთის იმპერიის მრავალრიცხოვან ჯილდოებს შორის ნიკოლოზ იასეს ძე თუმანოვს მიღებული ჰქონდა: წმ. ანას, წმ. ვლადიმირისა და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენები; თეთრი არწივის ორდენი (1906); წმ. ალექსანდრე ნევსკი (1911, ამ ორდენისთვის ბრილიანტის სამკერდე ნიშნები მიენიჭა 1915 წელს); უცხოური ორდენები: 1898 - ოქროს ვარსკვლავის 1-ლი ხარისხის (ბუხარა); 1899 - ლომისა და მზის I კლასის (სპარსეთი); განმასხვავებელი ნიშანი „XL წლის უმწიკვლო სამსახურისთვის“ (1906) და სხვ.; 1917 წლის მაისის თვიდან ნიკოლოზ იასეს ძე ცხოვრობდა თავის მამულში, ფსკოვის გუბერნიაში. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ადგილობრივ სასწავლებელში. აქვე გარდაიცვალა. ზოგიერთი ცნობით იგი 1917 წლის სექტემბრის თვეში სამკურნალოდ წამოვიდა კავკასიაში და აქ გარდაიცვალა. ნიკოლოზ თუმანიშვილი დაქორწინებული იყო ნინა ნიკოლოზის ასულ კობიევაზე. მათ ჰყავდათ სამი შვილი: მიხეილი (5.12.1877), გიორგი (29.07.1880) და თამარი (15.08.1885). წყარო: 1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.124-125
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |