Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
აგათონ ვახვახოვი![]()
Biographyგენერალ-მაიორი აგათონ (თორნიკე) გარსევანის ძე ვახვახიშვილი (ვახვახოვი) დაიბადა 1837 წლის 5 ოქტომბერს სოფელ კურდღელაურში (ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტი). 1855 წელს დაამთავრა პირველი კადეტთა კორპუსი. სამხედრო სამსახური დაიწყო კადეტად გალიცინის ეგერთა (მოგვიანებით მე-20 ქვეითი) პოლკში, შემდეგ გადაიყვანეს 56-ე ჟიტომირის ქვეითთა პოლკში (01/03/1857). 1860 წლის 17 იანვარს პრაპორშჩიკის ჩინი მიანიჭეს. იმავე წლის 17 ოქტომბერს დანიშნეს სოკოლსკოეს ცხენოსანთა საბადრაგო რაზმის უფროსად (1860 – 1863). 1863 წლის 20 აპრილს მიავლინეს ნოვოგეორგიევსკის ციხესიმაგრის ქვეითთა პოლკში (1863–1877). 1863 წელს დაინიშნა ლაიბგვარდიის ვოლინის პოლკში (05/26/1863). აქ სამსახური დაიწყო პოდპორუჩიკის წოდენით და ავიდა გვარდიის პოდპოლკოვნიკის წოდებამდე. იყო პოლკის პირველი ბატალიონის მეთაური. ლაიბგვარდიის ვოლინის პოლკის შემადგენლობაში მონაწილეობდა 1863-1864 წლებში პოლონეთის აჯანყების ჩაქრობაში, შემდეგ რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878) ომში. ამ ომის დროს იბრძოდა კავკასიაშიც. წოდებები: გვარდიის პოდპორუჩიკი (01.12.1864); პორუჩიკი ( 31.03.1868); შტაბს-კაპიტანი ( 30.08.1872); კაპიტანი (16.04.1878); პოლკოვნიკი (13.04.1886). პენსიაზე გავიდა გენერალ-მაიორის წოდებით (04.21.1892). სამხედრო სამსახური დაამთავრა ვარშავის გარნიზონის შემადგენლობაში. 1892 წელს თადარიგში გავიდა. აგათონ ვახვახოვი იყო წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებითა და ბაფთით (1878 ); წმ. ანას II ხარისხის (1891); წმ. სტანისლავის II ხარისხის ( 1886) და სხვა ორდენების კავალერი. პენსიაზე გასვლის შემდეგ ცხოვრობდა და გარდაიცვალა ვარშავაში. დაქორწინებულ იყო მარია ნიკოლაევნა უშაკოვაზე, რომელიც რუსეთის სამეფო კართან დაახლოებული პერსონა ყოფილა. ჰყავდათ ვაჟი, დავითი. გარდაიცვალა 1909 წლის 8 იანვარს, ვარშავაში. დაკრძალულია მეუღლესთან ერთად ვოლსკის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე რუსული ტაძრის ტერიტორიაზე. წყარო: 1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.222 2. https://mematiane.ge/product-details.php?id=1479 3. https://nobility.pro/ru/statya/258-vakhvakhishvili-tornike-garsevanovich.html 4. https://ria1914.info/index.php/ Вахвахов_Агафон_Гарсеванович
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |