Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ალი საიფ ფაშა თავდგირიძე![]()
Biographyოსმალეთის ჯარის მარშალი (მუშირი) ალი საიფ-ფაშა (თავდგირიძე) დაიბადა 1827 წელს ქართველი მუჰაჯირის ოჯახში, სოფელ თალასში (ყირგიზეთი). ოსმალეთის არმიაში წლების მანძილზე ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები: მსახურობდა მანასტირის სამხედრო გუბერნატორად, სამხედრო არსენალის უფროსად(1873), უმაღლეს სამხედრო მოსამართლედ. 1873-1874 წლებში და 1877-1878 წლებში სარდლობდა მე-3 არმიას. იყო კოსოვოს ოლქის ჯარების მეთაური. 1879-1891 წლებში ხელმძღვანელობდა არსენალს. 1875 წელს და 1885-1891 წლებში სარდლობდა ოსმალეთის შეიარაღებულ ძალებს. გარდაიცვალა 1891 წელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. დაკრძალულია სტამბოლში, ჩემბერლითაშის სასაფლაოზე. წყარო: 1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.431. 2. ქასაბი, მურად. ოსმალეთის ქართველები. - სტამბოლი, 2012. - გვ. 78-80.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |