Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ზია ფაშა თავდგირიძე![]()
Biographyოსმალეთის ჯარის სარდალი (გენერალ-ლეიტენანტი) ზია-ფაშა (თავდგირიძე) დაიბადა 1870 წელს ქ. ქობულეთში. მამამისი ჰიჯაზის გუბერნატორი იყო. დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი და სამხედრო აკადემია. 1907 წელს მიენიჭა გენერლის სამხედრო წოდება. მონაწილეობდა ბალკანეთისა (1912–1913) და პირველ მსოფლიო (1914–1918) ომებში. იზეთ-ფაშას მთავრობაში ასრულებდა ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობას. 1920–1922 წლებში იყო სამხედრო მინისტრი. გარდაიცვალა 1940 წელს უსკუდარის რაიონში (სტამბოლი). დაკრძალული სტამბოლში, კარაჯა-ახმადის სასაფლაოზე. წყარო: 1. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.431 2. https://mematiane.ge/product-details.php?id=1019
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |