Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
სოფია ადამია![]()
Biographyაშშ-ში მცხოვრები ქართველი დოქტორი სოფია ადამია საქმიანობს დანა-ფარბერის კიბოს ინსტიტუტსა და ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში (HMS), რომელიც მდებარეობს ბოსტონის ლონგვუდის სამედიცინო ზონაში. მისი კვლევის მიმართულებებია: ონკოლოგია, ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეები (ლეიკემია, მიელომა), ადამიანის გენეტიკა, მოლეკულური ბიოლოგია. 2006 წელს დაამთავრა ალბერტას უნივერსიტეტის (კანადა) სამედიცინო ფაკულტეტი (Faculty of Medicine and Dentistry, University of Alberta); კანადაში გაიარა, ასევე, პროფესიული დახელოვნების კურსები: 2005 წელს - ინტენსიური ბიოინფორმატიკის (Bioinformatics Canada/ Canadian Genetics Diseases Network) და 2016 წელს - ინტენსიური ბიოეთიკის (The Kennedy Institute of Ethics, Georgetown University). 2018 წლიდან დისტანციურად კითხულობს ლექციებს თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებმისტყველო მეცნიერებისა და მედიცინის ფაკულტეტზე. არის პროფესორი ეპიგენეტიკისა და ტრანსლაციური მედიცინის მიმართულებით. სამეცნიერო ლიტერატურის ყველაზე დიდ ონლაინ-ბიბლიოთეკა Google Scholar-ზე სოფია ადამიას 140 პუბლიკაცია იძებნება. წყარო:
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |