შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ბაადურ თურქესტანიშვილი![]()
ბიოგრაფიაXVIII საუკუნის I ნახევრის პოლიტიკური მოღვაწე ბაადურ თურქესტანიშვილი (ბორის თურქესტანოვი) ვახტანგ VI-ის სამეფოს პირველი წარმომადგენელია პეტერბურგის სამეფო კარზე. 1722 წელს იგი ქართლის მეფის დავალებით აწარმოებდა მოლაპარაკებას პეტრე I-თან სპარსეთის ლაშქრობის საკითხებზე. 1722 წელს ვახტანგ VI-მ სამხედრო კავშირი დაამყარა რუსეთის იმპერატორ პეტრე I-თან. მას მიაჩნდა, რომ ძლიერი მოკავშირის დახმარებით შესაძლებელი გახდებოდა აღმოსავლეთის მბრძანებელთა უღლისგან გათავისუფლება, მაგრამ ლაშქრობა ჩაიშალა და ქართლი განრისხებული სპარსეთის პირისპირ აღმოჩნდა. გამწარებული ვახტანგ VI პირადად ბაადურ თურქესტანიშვილსაც სდებს ბრალს დადებული შეთანხმების დარღვევაში. ერთ-ერთ წერილში ის წერს: „ბატონო ბაადურ, რაც შენი წყალობით ქრისტიანებს და მონასტრებს ზარალი დაადგა, იმდენი პასუხი უნდა აგო ღმრთის წინაშე“. ბაადურ თურქესტანიშვილის სახელს ხშირად ვხვდებით იმდროინდელ ისტორიულ საბუთებში და იმ მიმოწერაში, რომელიც წარმოებდა საქართველოსა და რუსეთს შორის. 1724 წელს ვახტანგ VI ოჯახით და 1200-კაციანი ამალით რუსეთის გზას დაადგა. მათ შორის იყო ბაადურ თურქესტანიშვილიც თავის ნათესავებთან ერთად. ბაადური რუსეთის სამხედრო სამსახურში ჩამდგარა და პოდპოლკოვნიკობამდე მიუღწევია. მას ახლო მეგობრული ურთიერთობა დაუმყარებია არა მარტო მაღალ წრეებთან, არამედ სამეფო სახლის წარმომადგენლებთანაც. ამ მხრივ საინტერესოა პეტრე I-ის ძმისშვილის ეკატერინე იოანეს ასულის მისდამი მიწერილი წერილი: „ბატონო თავადო ბორის... თუ ღმერთმა ქნა, მეც მალე ვიქნები მოსკოვს და ჩამოვალ ვსესვიატსკოეში. გავჩერდები მეფის ასულთან და შენთან კი გაჩერდება ის, შენ რომ იცნობ. მადლობელი ვარ ჩემს ოჯახურ წვეულებაში მონაწილეობისათვის“. წერილი 1873 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „რუსკაია სტარინა“-ში. როგორც სჩანს, ბაადურ თურქესტანიშვილი პეტერბურგის სასახლის წვეულებათა საპატიო სტუმრად ითვლებოდა. ბორის თურქესტანოვის მეუღლე იყო ნინო მაჭავარიანი. მათი ვაჟებიდან ერთ-ერთია გენერალ-მაიორი გიორგი თურქესტანიშვილი (1730-1795). შვილიშვილი - ვარია ილიას ასული თურქესტანოვა (1775-1819) კი იმპერატრიცა მარია ფიოდოროვნას ფრეილინა იყო. ბაადურ თურქესტანიშვილი გარდაიცვალა 1738 წელს. წყარო: 1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.130. 2. მახათაძე ნინო. ქართული კულტურის კერა პეტერბურგში. XVIII-XIX სს.. - თბილისი, 1967. - გვ.14-16. 3. https://nobility.pro/ru/statya/250-turkestanishvili-boris-pankratevich.html
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |