The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი არჯევანიძე

გიორგი არჯევანიძე
Date of birth:24 January, 1863
Date of death:16 January, 1940  (at 76 years)
Category:Military Person

Biography

გიორგი პავლეს ძე არჯევანიძე დაიბადა ქ. სიღნაღში, 1863 წლის 24 იანვარს.

დაამთავრა პეტროვსკ-პოლტავის სამხედრო გიმნაზია.

1881 წლიდან იყო რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში: პოდპორუჩიკი (1883),

პორუჩიკი (1887), შტაბსკაპიტანი (1893), კაპიტანი (1899), პოდპოლკოვნიკი (1905), პოლკოვნიკი (1910), გენერალ-მაიორი (1916).

1905 წლის აგვისტოდან მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში.

1910 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.

I მსოფლიო ომის დროს (1914–1918) თავი გამოიჩინა კავკასიის ფრონტზე - მონაწილეობდა არზრუმის ციხე–სიმაგრის აღებაში, ხელმძღვანელობდა კუპდაღის გადასასვლელისათვის ბრძოლას.

1916 წ. იყო 153-ე ქვეითი პოლკის მეთაური, 1917 წლის სექტემბრიდან კი 123-ე ქვეითი დივიზიის მეთაური.

1918–1921 წლებში მსახურობდა საქართველოს არმიაში - ცხენოსანი დივიზიის მეთაური.

1920 წ. იყო ქალაქ ფოთის გარნიზონის უფროსი. 

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ შევიდა წითელ არმიაში.

1921 წელს იყო ქართული წითელი არმიის სარდლის განსაკუთრებულ დავალებათა შემსრულებელი, 1922 წლის მაისიდან - ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლის, ხოლო 1927 წლის სექტემბრიდან ამიერკავკასიის ქვეითთა სკოლის პედაგოგი.

1928 წლის იანვრიდან გავიდა თადარიგში (პერსონალური პენსიონერი). 

დაჯილდოებული იყო: 1906 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის; 1909 - წმინდა ანას II ხარისხის; 1916 - წმინდა გიორგის IV ხარისხის; წმ. ვლადიმირის III (ხმლებით) და IV ხარისხის (ხმლებით და ბაფთით) ორდენებით;

გარდაიცვალა თბილისში, 1940 წლის 16 იანვარს.

წყარო:

საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.222

https://mematiane.ge/product-details.php?id=2017


Share: