The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თამარ ბალანჩივაძე

თამარ ბალანჩივაძე
Date of birth:1902
Date of death:1943  (at 41 years)
Category:Painter

Biography

კომპოზიტორ მელიტონ ბალანჩივაძის ქალიშვილი თამარ ბალანჩივაძე დაიბადა 1902 წელს პეტერბურგში. დედამისი იყო გერმანული წარმოშობის პეტერბურგელი მარია ფონ ალმენდინგენი (ატარებდა დედის გვარს - ვასილიევა). თამარის ორივე ძმა ცნობილი ხელოვანია: გიორგი  (ჯორჯ ბალანჩინი) (1904-1983) - ქორეოგრაფი, ამერიკული ბალეტის ფუძემდებელი და ანდრია (1906-1992) -  კომპოზიტორი.

მელიტონ ბალანჩივაძე 28 წლის მანძილზე რუსეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. საქართველოში 1917 წელს დაბრუნდა. ერთი წლის შემდეგ ჩამოვიდნენ მისი მეუღლე და უმცროსი შვილი, ანდრია. გიორგი ვერ წამოვიდა რადგან პეტერბურგის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდა, თამარი კი ნაშვილები ჰყავდა პეტერბურგში მცხოვრებ მელიტონის უშვილო ძმას და მის მეუღლეს. ივანე ბალანჩივაძე სამხედრო პირი იყო.

თამარი ოჯახს რამდენიმე წლის შემდეგ შეუერთდა. 1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (გიგო გაბაშვილის კლასი).

სწავლის პერიოდში გათხოვდა გერმანელზე, გვარად ხაგენზე. გარკვეული ხნის შემდეგ საბჭოთა მთავრობამ მოსთხოვა, რომ მის ქმარს მოქალაქეობა შეეცვალა, ან თამარსაც მასთან ერთად დაეტოვებინა ქვეყანა.

ოჯახურ თათბირზე გადაწყდა, რომ ჯერ ხაგენი წასულიყო და შემდეგ გამოეძახებინა თავისთან ახალგაზრდა მეუღლე. ასეც მოიქცნენ, მაგრამ ამის შემდეგ თამარს ქმარი აღარ უნახავს.

თამარ ბალანჩივაძე თეატრის მხატვარი გახდა. თანამშრომლობდა მარჯანიშვილის თეატრთან, მუშაობდა ელენე ახვლედიანთან ერთად. მერე კი ლენინგრადში დაბრუნდა და მოეწყო მხატვრად თოჯინების თეატრში სერგეი ობრაზცოვის ხელმძღვანელობით.

თამარი ტრაგიკულად დაიღუპა 1943 წელს, როცა ლენინგრადი ბლოკადაში მოექცა. ძმის, ანდრიას დახმარებით თამარს საშუალება მიეცა მატარებლით დაეტოვებინა გერმანელებით გარშემორტყმული ქალაქი. მაგრამ მატარებელი დაიბომბა ქალაქ ტიხორეცკის მახლობლად და მის შესახებ ოჯახს აღარაფერი სმენია.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქივში დაცულია თამარ ბალანჩივაძის ერთადერთი, მაღალი ღირებულების ფერწერული ნამუშევარი.

წყარო: 

1. https://www.facebook.com/174584562699590/posts/2030787923745902/ 

2. https://biography.wikireading.ru/205889


Share: