The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნინო ბარკალაია

ნინო ბარკალაია
Date of birth:3 June, 1970  (53 years)
Category:Musician

Biography

მუსიკისმცოდნე, პიანისტი და ორგანისტი, ნინო ოტოს ასული ბარკალაია დაიბადა 1970 წლის 3 ივნისს, ქ. მოსკოვში.

1989 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორიასთან არსებული აკადემიის მუსიკალური სასწავლებელი (ფორტეპიანო. პედაგ. იუბატუევა);

პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია დამთავრებული აქვს სამი სპეციალობით: 1994 წელს - საკონცერტო შემსრულებლობა და საკონცერტმაისტერო ოსტატობა; 1996 წელს - საორგანო და მუსმცოდნეობა;

1996 წელს იყო მოსკოვის კონსერვატორიაში მ. მეჟლუმოვას ასისტენტ-სტაჟიორი;

1994-1996 წწ. - მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტი ფორტეპიანოს სპეციალობით;

1999 წ. - მოსკოვის კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტის კონცერტების ხელმძღვანელი;

2001 წ.  - ელექტრო-აკუსტიკური საკომპოზიციო ფაკულტეტისა და სტუდიის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი;

1996-2002 წწ. - მოსკოვის კონსერვატორიის "ახალგაზრდული ფილარმონიის" სამხატვრო ხელმძღვანელი;

2000-2008 წწ.-  კამერული დარბაზების დირექტორი და საკონცერტო მუშაობის უფროსის მოადგილე;

2004 წლიდან მოსკოვის კონსერვატორიის უფროსი პედაგოგი. მიჰყავს კურსი "მუსიკის შინაარსის თეორია";

არის რიგ კომპოზიტორთა შემოქმედების მკვლევარი და პოპულარიზატორი;

2007 წლის რადიოპროგრამების და დღიურების ავტორი „რადიო დე ფრანსზე“;

21 პროგრამის („კლასიკოსების შესრულება მიხეილ ვოსკრესენსკისთან ერთად“) ავტორი ტელეარხ „კულტურაზე“ (2011-2013);

ეწევა სოლო საკონცერტო მოღვაწეობას: რუსეთი, ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, ჩეხეთი;

მონაწილეობდა ფესტივალებში რუსეთსა და ევროპაში, მათ შორის: "მოსკოვური შემოდგომა"(რუსეთი); მესიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი (საფრანგეთი); ტრირეს ფესტივალი (გერმანია); დ. შოსტაკოვიჩისადმი მიძღვნილი ფესტივალი (2006, საფრანგეთი); მონპელიეს ფესტივალი(საფრანგეთი); ფესტივალი "Multiphonia"("Radio Frace", პარიზი, საფრანგეთი);

არის ფესტივალების ორგანიზატორი: "ახალი ევროპის ხმები"(1998); "ოლივიე მესიანი და მისი სკოლა"(2002); "დ. შოსტაკოვიჩის დღეები" (თანაორგანიზატორი, 2006, პარიზი);

კითხულობს ლექციებს და ატარებს მასტერ-კლასებს ევროპის უნივერსიტეტებსა და კონსერვატორიებში;

არის ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, უნივერსიტეტ „პარიზი-8“-ის ესტეთიკის, მუსიკათმცოდნეობის და ფილოსოფიის დოქტორი, ასევე, მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი.

განახორციელა ჩაწერები რადიოში, ტელევიზიასა და კომპაქტ-დისკებზე, მათ შორის პირველად ჩაწერა კომპოზიტორ ნიკოლაი ობუხოვის (1892-1954) თხზულებათა სრული კრებული ფორტეპიანოსათვის.

მისი მოწაფეა ფრ. რენუ (პარიზის ნორჩ პიანისტთა "იამაჰას" კონკურსის ლაურეატი).

ნინო ბარკალაიას რეპერტუარშია: გ. ყანჩელი, ი. ს. ბახი, კ. ფ. ე. ბახი, შოპენი, შუმანი, ჰაიდნი, ბრამსი, რახმანინოვი, სკრიაბინი, ა. და ნ. ჩერეპნინები; XX საუკუნის დასაწყისის ემიგრაციაში მოღვაწე რუსი ავანგარდისტები: ნ. ობუხოვი, ი. ვიშნეგრადსკი, ა. ლურიე, ნ. მოსოლოვი; აგრეთვე, თანამედროვე კომპოზიტორები: გი რებელი, პ. ბულეზი, ა. პიარტი; 

2000-2001 წწ. მისი თაოსნობითა და ორგანიზებით შედგა მოსკოვის კონსერვატორიისა და პარიზის ეროვნული კონსერვატორიის (Conservatoire national superiour de Musique et de la Dance de Paris) თანამშრომლობის პროექტი.

2002 წ. დაჯილდოვდა საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის კავალერის ორდენით = "Chevalier des Arts et des Lettres".

2007-2011 წწ. გაიარა დოქტურანტურა უნივერსიტეტში "პარიზი- 8" (საფრანგეთი);

2012 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია უნივერსიტეტში "პარიზი-8".

დისერტაციის თემა იყო: ნიკოლოზ ობუხოვის ესთეტიკა და საკომპოზიტორო ტექნიკა რუსული და ფრანგული მოდერნიზმის კონტექსტში.

ნინო ბარკალაიამ რუსეთიდან პირველმა შეისწავლა ნ. ობუხოვის შემოქმედება. ის ითვლება, როგორც რუს ისე ფრანგ კომპოზიტორად, მისი მემკვიდრეობა საფრანგეთშია დაცული და მათზე წვდომა რუს მკვლევარებს შეზღუდული ჰქონდათ.

ეს იყო მუსიკათმცოდნეობის ისტორიაში პირველი საერთაშორისო დაცვა, რომელიც ფრანგულად ჩატარდა. საილუსტრაციოდ ფორტეპიანოზე სრულდებოდა ფრაგმენტები ნ. ობუხოვის ნაწარმოებებიდან.

საერთაშორისო ჟიურიმ დისერტაცია შეაფასა, როგორც „ძალიან ღირსეული“. ამ შეფასებას საფრანგეთში დოქტორის წოდების მინიჭებასთან ერთად მეცნიერთა მხოლოდ ორი პროცენტი იმსახურებს. ნინო ბარკალაია პირველი უცხოელი დოქტორანტია, რომელმაც ასეთი შეფასება მიიღო.

ნინო გახლავთ მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუდმივი მონაწილე; დაახლოებით 60 სტატიის ავტორი რუსულ და ფრანგულ ენებზე.

2014 წლიდან, როგორც წამყვანს და მოქმედ პიანისტს, მიჰყავს ავტორული აბონემენტი კონსერვატორიაში ლექცია-კონცერტების სახით.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 65 

2. https://www.misa.ge/ge/invited-guest/nino-barkalaia

3. https://ru.wikipedia.org/wiki/Баркалая,_Нино_Оттовна

4. https://www.mosconsv.ru/ru/person.aspx?id=8872


Share: