The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მიხეილ ღლონტი

მიხეილ ღლონტი
Date of birth:25 March, 1858
Date of death:August, 1924  (at 66 years)
Category:Military Person

Biography

მიხეილ ალექსანდრეს ძე ღლონტი დაიბადა 1858 წლის 25 მარტს, ოზურგეთის მაზრის სოფელ დვაბზუში, აზნაურის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო სახლში. დაამთავრა ელისავეტგრადის (უკრაინა) კავალერიის იუნკერთა სასწავლებელი.

ოფიცრად ეკურთხა მე-17 დრაგუნთა ვოლინის პოლკში. ჯარში მსახურობდა 1879 წლიდან: კორნეტი (1886); პორუჩიკი (1890); შტაბსროტმისტრი (1895); როტმისტრი (1898); მეთაურობდა ესკადრონს.

მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომში, დაიჭრა და მიიღო ძლიერი კონტუზია. მეთაურობდა ასეულს; სტარშინა (1905); პოდპოლკოვნიკი (1907).

1907 წელს მსახურობდა ნიჟეგოროდის 44-ე დრაგუნთა პოლკში; 1909 წელს -ნიჟეგოროდის მე-17 დრაგუნთა პოლკში.

1910 წლის 31 მაისს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება (წარჩინებისთვის).

1910-1914 წლებში კავკასიის სათადარიგო საკავალერიო დივიზიონის მეთაურია.

1914-1916 წლებში მეთაურობდა კავკასიის მე-7 სათადარიგო კავალერიის პოლკს.

1916 წელს დაინიშნა  კავალერიის მე-2 სათადარიგო ბრიგადის უფროსის თანაშემწედ.

1917 წლის 27 სექტემბერს გადაიყვანეს იმავე ბრიგადის უფროსად. გენერალ-მაიორი (1917, წარჩინებისთვის).

რუსეთის 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. ცხოვრობდა თავის მამულში, სოფელ დვაბზუში. 1918 წლიდან ქართულ ჯარში მსახურობდა. მეთაურობდა პოლკს.

1921 წელს ემიგრაციაში არ წავიდა. მონაწილეობდა 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებაში. იყო „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ სამხედრო კომისიის წევრი. აჯანყების შემდეგ დააპატიმრეს. მიუხედავად წამებისა, არ გასცა არავინ. დაიღუპა პატიმრობისას 1924 წლის აგვისტოს თვეში.

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისთვის დაჯილდოებული იყო: ოქროს იარაღით (1907 წლის 9 ივნისს); წმ. ანას III ხარისხის (1902); წმ. სტანისლავის II ხარისხის (მახვილებით – 1905); წმ. ვლადიმერის IV (მახვილებით და ბაფთით – 1906) და III ხარისხის (1914) ორდენებით.

წყარო:

1. სამხედრო ფიცის ერთგულნიქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.92

2. http://www.grwar.ru/persons/person/8742 

3. https://ria1914.info/index.php?titl=Глонти_Михаил_Александрович

4. https://mematiane.ge/product-details.php?id=1177

 


Share: