The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


პავლე ქუთაისოვი

პავლე ქუთაისოვი
დაბადების თარიღი:1839
გარდაცვ. თარიღი:1912  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ინფანტერიის გენერალი, გრაფი პავლე იპოლიტეს ძე ქუთაისოვი (კუტაისოვი) 1812 წელს ბოროდინოს ველზე დაღუპული გენერალ-მაიორ ალექსანდრე ქუთაისოვის შვილიშვილი იყო (იხ.ალექსანდრე ქუთაისოვი).

პავლე ქუთაისოვმა პირველდაწყებითი განათლება პროპორშჩიკთა გვარდიულ და იუნკერთა კავალერიის სკოლაში მიიღო, ხოლო უმაღლესი გენერალური შტაბის აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა კავკასიის არმიის მთავარ შტაბში. ყირიმისა (1853-1856) და მთიელთა წინააღმდეგ ომებში არაერთხელ თავის გამოჩენის გამო 25 წლისას პოდპოლკოვნიკის, ხოლო 27 წლისას პოლკოვნიკობა ებოძა და მისი იმპერატორობითი უმაღლესობის კავკასიის არმიის მთავარსარდლის საგანგებო დავალებათა პოსტზე იქნა დანიშნული.

1871-1882 წლებში გრაფი პავლე ქუთაისოვი ლონდონში ქუთაისის სამხედრო წარმომადგენელი იყო. 1882 წლიდან კი ნიჟეგოროდის გუბერნატორი, საიდანაც ვარშავის ოლქის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს. 1884 წელს იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს საბჭოს წევრად დანიშნეს. 1875 წელს გრაფი ქუთაისოვი იმპერატორის ამალაში ჩარიცხეს, ხოლო 1895 წელს სენატორად დანიშნეს.

1903 წელს პავლე ქუთაისოვს ირკუტსკის გენერალ გუბერნატორის პოსტი მიანდეს. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-იაპონიის ომის დროს ამ თანამდებობაზე ყოფნას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. კერძოდ, ჯარების გადაყვანისა და საბრძოლო ტექნიკის დროული გადატანის, სამხედრო ჰოსპიტალის მოწყობის, ავადმყოფ და დაჭრილ მებრძოლთა სურსათ-სანოვაგით მომარაგების საქმეში და ა. შ.

1904 წელს გრაფი პავლე ქუთაისოვი რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრად დანიშნეს, იმავე წელს ფართოდ აღინიშნა სახსელმწიფო სამსახურში მისი 50-წლიანი ნაყოფიერი საქმიანობა. დაჯილდოებული იყო რუსეთის იმპერიის ყველა ორდენით, წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენის ჩათვლით.

1906 წლის აპრილში გრაფი ქუთაისოვი რეორგანიზებულ სახელმწიფო საბჭოს წევრად დაინიშნა, სადაც სიკვდილამდე, ანუ 1912 წლამდე მოღავწეობდა.

წყარო:

1. პავლე იპოლიტეს ძე კუტაისოვი (1839-1912) //ქართველები რუსეთს სახელმწიფო საბჭოში (1801-1917 წწ.) /გელა (გიორგი) საითიძე. - თბილისი. – 2008. - გვ. 9-10.


გააზიარე: