The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გია ეძგვერაძე

გია ეძგვერაძე
დაბადების თარიღი:10 ივნისი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

გია ეძგვერაძე დაიბადა 1953 წლის 10 ივნისს, ქ. თბილისში.

1974-1980 წლებში სწავლობდა თბილისის სამხელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე.

მუშაობს თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით. 1985 წლიდან მონაწილეობს ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენებში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში.

გია ეძგვერაძის ნამუშევრები დაცულია ისეთი ინსტიტუციების კოლექციებში როგორებიცაა: საქართველოს სახელმწიფო სამხატვრო და საფრანგეთის (პარიზი) გალერეები, ტრეტიაკოვის გალერეა, მიუნჰენის, ბუდაპეშტის, მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები, ასევე ინახება კერძო კოლექციებში - მადრიდში, ჟენევაში, შტუტგარდში ამსტერდამში, ბუდაპეშტში და სხვა.

1986 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.

1988 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს დუსელდორფში (გერმანია). 1996 წლიდან -  ხატვის პროფესორი დიუსელდორფის ხელოვნების ფაკულტეტზე.

ბოლო პერიოდის გამორჩეული გამოფენებია:

2005 წელი- პატარძალი (ვიდეოს ჩვენება და ლექცია) IFA-ს ფონდი. ბერლინი, გერმანია; შტურდგარტი, გერმანია;

2007 წელი - ვის ეშინია ჩოგბურთის, სექსის და სხვა გართობების; ახალი ციტატები. დუსელდორფი, გერმანია;

2009 წელი- სპრენგელის მუზეუმი ჰანოვერში. ჰანოვერი, გერმანია; საუზმე ტიფანისთან; საპილოტე პროექტი, დუსელდორფი გერმანია;

2011 წელი - მოპარული საბანი და სხვა მოკლე მოთხრობები, Gallery Stux, ნიუ-იორკი;

2013 წელი - Unwheeled, დანიელ არნო თანამედროვე ხელოვნება, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი;

2015 წელი - წითელი ჰორიზონტი. რუსული და ყოფილი საბჭოთა ნამუშევრები ლუდვიგის მუზეუმის კოლექციიდან, ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ბუდაპეშტი, უნგრეთი;

2016 წელი - მზა, Daimler Contemporary-ის თემაზე, Tiergarten, ბერლინი, გერმანია;

2017 წელი - დაზოგე! ხელოვნებისა და ეკონომიკის ურთიერთობის შესახებ, ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ბუდაპეშტი, უნგრეთი;

წყარო: 

1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/d-t/edzgveradze-gia.html

2. ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 124. 

 


გააზიარე: