The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მიხეილ თაქთაქიშვილი

მიხეილ თაქთაქიშვილი
Date of birth:23 September, 1949  (74 years)
Category:Chemist

Biography

მიხეილ თაქთაქიშვილი დაიბადა 1949 წლის 23 სექტემბერს, თბილისში, კომპოზიტორ ოთარ თაქთაქიშვილის ოჯახში. დედა -მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ირინა ჭირაქაძე.

1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იქვე აიყვანეს სამუშაოდ ასისტენტად. მოგვიანებით პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო. მრავალი წლის განმავლობაში ლექციებს კითხულობდა. გახდა დოცენტი, ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი (1993), 1994–1995 წწ. – პროფესორი.

სტაჟირება გერმანიაში გაიარა და უნივერსიტეტიც იქვე დაამთავრა. სადიპლომო ნაშრომი შეასრულა იენის (გერმანია) სა­ხელმწიფო უნივერსიტეტში.

1995 წელს საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში. მუშაობდა აიოვას უნივერსიტეტში, სხვადასხვა კომპანიაში უფროს მეცნიერ-მკვლევრად, ნაციონალურ გამოთვლით ცენტრში – სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში პროექტების დირექტორად.

2012 წელს დაბრუნდა საქართველოში. მუშაობდა (European School) ქიმიის მასწავლებლად და სამედიცინო აკადემიაში ბიოქიმიის მიწვეულ პროფესორად ინგლისურენოვან სექტორში.

სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებაა ნუკლეინის მჟავების ქიმია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო შრომა წამყვან საერთაშორისო ჟურნალებში.

მიხეილის ვაჟი, ოთარ თაქთაქიშვილი პროფესიით ექიმია. ნიუ-იორკში ცხოვრობს და ჰოსპიტალში მუშაობს. ამავდროულად, მუსიკოსიც გახლავთ. ბევრ ინსტრუმენტზეც უკრავს. მღერის ქანთრისა და პოპ-მუსიკის ჟანრში. ჩაწერილი აქვს ოთხი დისკი. ოთარს იტალიელი მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს, რომელსაც ასევე - ოთარი ჰქვია.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: .III.–თბ., 2014.-გვ.481  

2. საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006 /შემდგ. ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.77

3. http://gza.kvirispalitra.ge/life/2659-ra-piroba-cauqena-xelisuplebas-otar-taktakishvilma-vidre-ministrad-danishnavdnen/


Share: