Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ანა ინაშვილი![]()
Biographyანა ინაშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტი თბილისში დაამთავრა. ოჯახში იმის ფუფუნება არ ჰქონდა, რომ მხოლოდ ემეცადინა, ამიტომ სწავლის პერიოდში ექთნად მუშაობდა ჯოენის სამედიცინო ცენტრის ბავშვთა და მოზრდილთა ინტენსიურ განყოფილებაში, სამედიცინოს ფაკულტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ კი, უმცროს ექიმად. ძალიან იღლებოდა. როგორც თავად იხსენებს, ღამის მორიგეობის შემდეგ აუდიტორიაში წინ ჯდებოდა, რომ ლექციის დროს არ ჩასძინებოდა. მაგრამ დღეს მადლიერებით იხსენებს თავისი ცხოვრების ამ რთულ პერიოდს და თვლის, რომ ჯოენის კლინიკაში გატარებულმა წლებმა დიდი გავლენა მოახდინა მის ექიმად ჩამოყალიბებაზე. კარდიოლოგიის სიყვარულიც იმ დროიდან მოჰყვება. ამერიკის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდების შესახებ შემთხვევით შეიტყო და მიზანიც გაუჩნდა. უცხოელი ექიმებისთვის ამერიკის სამედიცინო რეზიდენტურაში მოხვედრა დიდ კონკურენციასთან არის დაკავშირებული, რადგან მთელი მსოფლიოს წარჩინებულ ახალგაზრდებს შორის უნდა შეგამჩნიონ. კარდიოლოგიაში მოხვედრა კი ორმაგად რთულია, რადგან კონკურენცია კიდევ უფრო მაღალია. ანა ინაშვილი აღმოჩნდა უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებული, ვინც ამ საქმეს შეეჭიდა. გზა, რომელიც გაიარა, არ იყო ადვილი, მაგრამ მიზანდასახულობამ და ყოველდღიურმა შრომამ შედეგი გამოიღო და USMLE- ის გამოცდებში უმაღლესი ქულები დაიმსახურა. 2020 წელს ჩაირიცხა HCA Healthcare USF Morsani College of Medicine/Brandon Hospital-ში, კარდიოლოგიის ფელოუშიპში. იმავე წელს შეეძინა მესამე ბიჭი. ამჟამად იმყოფება დამამთავრებელ კურსზე. ყოველდღიურად უხდება გულის პათოლოგიების ანალიზი, ელექტროკარდიოგრამების და ექოკარდიოგრამების კითხვა, რაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს. წყარო: 1. https://speech.ge/meditsina/ana-inashvili-eqimi-ashsh/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |