Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ნინო თანდილაშვილი![]()
Biographyნინო თანდილაშვილმა უმაღლესი განათლება საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, შემდეგ კი ვლისინგენის ბიზნეს სკოლა დაამთავრა ჰოლანდიაში. სწორედ ამ ქვეყანაში სწავლისას მიეცა საშუალება სტაჟირება პარიზში, ინსპექციის და სერტიფიკაციის მსოფლიოს წამყვან კომპანიაში გაევლო. საფრანგეთში სტაჟირებაზე სულ 6 თვით ჩავიდა, მაგრამ ისე მოხდა,რომ დღესაც იქ საქმიანობს. მაშინ ფრანგული არ იცოდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რადგან საერთაშორისო პროექტებზე მუშაობდა და შესაბამისად, მხოლოდ ინგლისურად უხდებოდა საუბარი. სტაჟირების დასრულების შემდეგ ჩაირიცხა პარიზის დოფინის უნივერსიტეტში, სადაც გაიარა მაგისტრატურის კურსი პროექტების მართვის მიმართულებით. ეს ნინო თანდილაშვილის უცხოეთში დაცული რიგით მეოთხე დისერტაცია იყო. ამჯერად ფრანგულ ენაზე დაიცვა და ჟიურის უმაღლესი შეფასება (mention très honorable avec félicitations du Jury) მიიღო. ნინო თანდილაშვილი ამჟამად არის მენეჯმენტის პროფესორი პარიზის ISC ბიზნეს სკოლაში. ასწავლს სტრატეგიულ მენეჯმენტს, ბიზნეს კომუნიკაციას, პროექტების მართვას...; ასევე, ხელმძღვანელობს მაგისტრატურას და აქვეყნებს სტატიებს სამეცნიერო ჟურნალებში. „ჩემი რჩევა მომავალი თაობისთვის ინტერესთა ფართო სპექტრის ქონა და შრომისმოყვარეობაა. ზოგს მეტი შრომა სჭირდება და ზოგს ნაკლები, მაგრამ მთავარია მონდომება და რწმენა. შეუძლებელი არაფერია!“, - ამბობს ქართველი მეცნიერი. წყარო: 1. https://speech.ge/metsniereba/nino-thandilashvili-menejmentis-prophesori-saphrangethi/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |