შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
თორნიკე გულუა![]()
ბიოგრაფიაბიზნესმენი თორნიკე აკაკის ძე გულუა დაიბადა 1965 წლის 6 აგვისტოს, საქართველოში. სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, რუსეთში გადავიდა და უკვე 30 წელია, რაც სტავროპოლში ცხოვრობს და მოღვაწეობს. 2008-2013 წლებში თბილისში საქმიანობდა, თუმცა შემდეგ უკან დაბრუნება მოუხდა. 25 წლის წინ თორნიკე გულუამ დააარსა ნოვოალექსანდროვსკის ხორცკომბინატი (МКН), რომელიც რუსეთში პოპულარული და მაღალი ხარისხით ცნობილი საწარმოა. მდებარეობს სტავროპოლის ტერიტორიაზე. თორნიკე კომბინატის დირექტორია. ხორცის გადამამუშავებელი ქარხანა 200-მდე სხვადასხვა სახის პროდუქციას აწარმოებს, მათ შორის, ტრადიციული ქართული პროდუქციაც გვხვდება - ტყემლის საწებელი, აჯიკა, ხინკალი; განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ხაშის კონსერვი. აღსანიშნავია, რომ ამ პროდუქციის ეტიკეტზე საქართველოს რუკის ფონზე გამოსახულია ქართული დროშა. ქარხანა ოც წელზე მეტია რაც ამ პროდუქტს უშვებს. ეტიკეტის რებრენდინგი კი რამდენიმე წლის წინ გაკეთდა და მას შემდეგ ამ სახით გამოდის. თორნიკეს ვაჟი, აკაკი გულუა პროფესიით ფინანსისტია. უმაღლესი ეკონომიკური განათლება შვეიცარიაში მიიღო. შეეძლო ევროპაში დარჩენილიყო, მაგრამ სახლში დაბრუნდა და დღეს მამის გვერდით მუშაობს. წყარო: 1. https://www.ambebi.ge/article/284421-ratom-chauricxa-kaspis-meriam-momgeral-babi-kirkita/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |