Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ქეთევან ბერეკაშვილი![]()
Biographyნიუ-იორკში მცხოვრები ნევროლოგი ქეთევან ბერეკაშვილი ამერიკაში წასვლამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ეუფლებოდა ექიმის პროფესიას. 1990-იანი წლების საქართველოში ცხოვრება უსაფრთხო არ იყო. მე-4 კურსის სტუდენტი იყო ქეთევანი, როცა მშობლების გადაწყვეტილებით სასწავლებლად ნიუ-იორკში გაემგზავრა. კოლუმბიის უნივერსიტეტში გერმანული ლიტერატურის მიმართულება აირჩია, რადგან სკოლაში გერმანულს სწავლობდა. 2003-2006 წლებში კი სამედიცინო განათლება მიიღო კოლუმბიის უნივერსიტეტში - Mailman School of public health. სწავლის პერიოდში ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას, მუშაობდა კვლევებზე და სტატიებსაც წერდა. მისი აქტიურობა და სიბეჯითე გაითვალისწინეს და გადასცეს მწვანე ბარათი - „განსაკუთრებული შესაძლებლობისა და უნარებისთვის“( Greed Card as extraordinary abilities). მწვანე ბარათის მიღებამ საშუალება მისცა მუშაობა დაეწყო კვლევების კორდინატორად Spine Institute Beth Israel Medical Center-ში. პარალელურად, გამოცდები ჩააბარა (USMLE STEP 1, STEP2, STEP2S and STEP3) და აიღო სამედიცინო ლიცენზია, რის შემდეგაც რეზიდენტურაზე მოხვდა ნევროლოგიის დეპარტამენტში SUNY Downstate-ში. ამჟამად მუშაობს კერძო ჯგუფში, Interventional Neuro Associates-ში (INA). კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ქეთევანი პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში. ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს გაიცანო მომავალი მეუღლე გრიგოლ (გიგა) ადეიშვილი, რომელიც პროფესიით მეან-გინეკოლოგია. დაქორწინების შემდეგ, 2003 წლის ოქტომბრიდან ისიც ამერიკაში ცხოვრობს. ჰყავთ ერთი ვაჟი - ლუკა ადეიშვილი. https://speech.ge/meditsina/qethevan-berekashvili-eqimi-ashsh/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |