The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მიხეილი სუმბათაშვილი

მიხეილი სუმბათაშვილი
Date of birth:3 May, 1885
Date of death:August, 1954  (at 69 years)
Category:Diplomat

Biography

პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, დიპლომატი მიხეილ სუმბათაშვილი 1885 წლის 3 მაისს დაიბადა, თბილისში. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 1902 წლიდან კი -  მოსკოვის საიმპერატორი ტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც ქიმიას ეუფლებოდა.

1905 წელს, როდესაც რევოლუციის გამო სასწავლებელი დროებით დაიხურა, მიხეილ სუმბათაშვილი შევიდა პარიზის უნივერსიტეტში, სადაც სხვა საგნებთან ერთად გაიარა თეორიული და პრაქტიკული კურსები ცნობილ პროფესორ მოისანთან.

1906 წელს ჩააბარა გამოცდები ქ. ფრაიბერგში, საქსონიის სამთო-საინჟინრო სამეფო სკოლაში, რომელიც 1909 წელს სამთო-ინჟინრის დიპლომით დაამთავრა.

1909-1910 წლებში მუშაობდა ალჟირში მრეწველ საკამოდის თუთიის საბადოების დირექტორად. საქართველოში დაბრუნების შემდეგ წიაღისეულისა და სასოფლო-სამეურნეო კვლევით სამუშაოებს თავის მამულებში ეწეოდა.

1912 წელს აირჩიეს ქ. თბილისის მუნიციპალური მთავრობის საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ, ხოლო 1913 წელს - თბილისის თავადაზნაურობის მარშლად.

1915 წელს - კავკასიის სოფლის მეურნეობის საიმპერატორო საზოგადოების თავმჯდომარედ. 

პირველი მსოფლიო ომის დროს მიხეილ სუმბათაშვილი კავკასიისა და სპარსეთის ფრონტებზე მძლავრი რუსული კომპანიის - „ზემსტვოს“ სრულუფლებიან წარმომადგენლად მუშაობდა.

1918 წლის ოქტომბრიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი იყო შვეიცარიის ქალაქ ბერნში.

მიხეილ სუმბათაშვილის დიპლომატიურ სარბიელზე ყოფნა მხოლოდ ბერნში მოღვაწეობით არ შემოიფარგლებოდა. იგი იმდროინდელი საქართველოს საგარეო პოლიტიკური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო.

როგორც ირკვევა სწორედ მ. სუმბათაშვილი ზ. ავალიშვილთან ერთად აწარმოებდა მოლაპარაკებებს ჟენევაში 1920 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთა ლიგაში გაწევრიანებასთან აკავშირებით.

იმავე წლის ბოლოს მ. სუმბათაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებით, დიდ ბრიტანეთში ელჩის მოვალეობის შემსრულებლად (Charge d’affaIre) დანიშნეს. მოგვიანებით, პარიზში გადაიყვანეს უკვე დე იურედ ცნობილ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩოს დესპანის თანამდებობაზე.

1921 წლის 25 თებერვალს, აკაკი ჩხენკელთან და სოსიპატრე ასათიანთან ერთად, მ. სუმბათაშვილიც მონაწილეობდა ელისეს სასახლეში საფრანგეთის მთავრობის მეთაურ მილიერანისათვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალში.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მ. სუმბათაშვილი მოღვაწეობს დიდ ბრიტანეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილი მთავრობის დიპლომატიურ წარმომადგენლად და, ამავე დროს, რჩება საფრანგეთში საქართველოს ლეგაციის (ყოფილი საელჩოს) ხელმძღვანელის აკაკი ჩხენკელის მრჩევლად.

1933 წლიდან ისევ ლონდონშია.

მიხეილ სუმბათაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა  1954 წლის აგვისტოში.

წყარო: 

1. http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/სუმბათაშვილი_მიხეილი 

2. ქართველები უცხოეთში. . 1 = Georgians abroad / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. თბილისი, 2012. - გვ.174


Share: