Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ირაკლი ჭიაურელი![]()
Biographyირაკლი ნიკოლოზის ძე ჭიაურელი დაიბადა თბილისში, 1948 წლის 8 მარტს. 1966 წელს დაამთავრა თბილისის ნიჭიერთა ათწლედი (პედ. შ. შანიძე, ვიოლინო). 1972 წელს - ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ვიოლინოს სპეციალობით, იმავე პედაგოგთან); პარალელურად, 1968-1973 წლებში სწავლობდა სადირიჟორო სპეციალობაზეც. პედაგ. ო. დიმიტრიადი. 1973–1975 წწ. მოსკოვის კონსერვატორიაში გაიარა ასპირანტურა (სადირიჟორო, პედ. კ. კონდრაშინი). 1975–1977 წწ. იყო მოსკოვის სტანისლავსკისა და ნემირეოვიჩ–დანჩენკოს სახელობის თეატრის დირიჟორი. 1977–1994 წწ. - ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, პარალელურად, 1991–1997 წწ. ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი. 1997–2004 წწ. - ქ. მერსინის (თურქეთი) ოპერის თეატრის დირიჟორი. ქართული რეპერტუარი, ოპერები: მ. დავითაშვილი - "ნაცარქექია" (1979, პრემიერა); ზ. ფალიაშვილი - "აბესალომ და ეთერი", "დაისი"; ვ. დოლიძე - "ქეთო და კოტე"; საორკესტრო ნაწარმოებები: გ. ჩლაიძე - "სამი სიმფონიური მინიატურა" (1980, პირვ. შესრულება); ა. შავერზაშვილი - "მცირე მიწა" (1981, პირვ. შესრულება); ზ. ნადარეიშვილი - "საგალობლები" კამერული ორკესტრისათვის (1988, პირვ.შესრულება); ი. გეჯაძე - კონცერტი კამერული ორკესტრისათვის (1988, პირვ. შესრულება); ვოკალურ-სიმფონიური: გ. ჩლაიძე - კანტატა „გაზაფხული“ (1980, პირვ.შესრულება) და სხვ.; უცხოური რეპერტუარი: ბეთჰოვენი - ოპერა "ფიდელიო", სიმფონია N9; ვერდი - "ტრავიატა", "აიდა"; როსინი - "სევილიელი დალაქი"; რ. შტრაუსი - "სალომე"; ერთაქტიანი ბალეტები: ბიზე–შჩედრინი - "კარმენ–სიუიტა" და სხვა. რეპერტუარი თურქეთის ქ. მერსინის ოპერისა და ბალეტის თეატრში: ვერდი - "ტრავიატა", "რიგოლეტო"; პუჩინი - "ჩიო–ჩიო–სანი"; ლეონკავალო - "ჯამბაზები"; მასკანი - "სოფლის ღირსება"; ჯ. ბოკი - "მევიოლინე სახურავზე"; დამდგმელი დირიჟორი: პუჩინი - "ტოსკა"; პროკოფიევი - "რომეო და ჯულიეტა"; ირაკლი ჭიაურელი გარდაიცვალა 2013 წლის 17 ოქტომბერს, თბილისში. წყარო: 1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 568. 2. კაკულია ლ. სადირიჟორო პულტთანაა ირაკლი ჭიაურელი // მუსიკალური საქართველო. - თბილისი, 2007.- #2-3. მარტი-ივნისი.- გვ. 45-50.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |