The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დავით სუმბაძე

დავით სუმბაძე
Date of birth:198?
Category:Singer

Biography

სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი, ტენორი, დავით სუმბაძე საფრანგეთში მოღვაწეობს. წარ­მო­შო­ბით თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვარ­დი­სუბ­ნი­დან არის. ბავშვობიდან მღეროდა, მაგრამ ის, რომ საოპერო ხმა მქონდა, ცოტა მოგვიანებით გააცნობიერა.

თინეიჯერობის ასაკში როცა გიტარაზე უკრავდა და თან მღეროდა, ხშირად უთქვამთ - რა მაგარი საოპერო ხმა გაქვსო. ამ სიტყვებმა დააინტერესა და საოპერო ნაწარმოებების მოსმენა დაიწყო. შედეგად ისე მოიხიბლა და ისე მტკიცედ გადაწყვიტა წარმატებული მომღერალი გამხდარიყო, რომ სერიოზულად ჩაუჯდა მუშაობას - ჯერ თელავის მუსიკალურ სასწავლებელში, თავის პირველ პედაგოგთან, იზა ცერცვაძესთან ერთად, მერე თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში, მისი დამთავრების შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩააბარა.

სტუდენტობის პერიოდში უსახსრობის გამო ბევრი სირთულე შეხვდა, მაგრამ დავითმა ყველაფერი გააკეთა, რომ სწავლა დაესრულებინა - დამატებითი შემოსავალისთვის აკეთებდა გიტარების რესტავრაციას, მღეროდა სამების გუნდში, მუშაობდა საპატრიარქოს რადიოში და, იქვე, საპატრიარქოში ცხოვრობდა.

მომღერალი ამბობს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია II-სთან ურთიერთობა და საპატრიარქოში ცხოვრების ათწლიანი პერიოდი საოცრად დაეხმარა მას ცხოვრებისეულ სიძნელეებთან გამკლავებაში.

2008 წელს, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე, თბი­ლი­სის ოპე­რის თე­ატ­რში ჰქონდა წარმატებული დებიუტი, სადაც მალხაზის პარტია შეასრულა ზ. ფალიაშვილის ოპერა „და­ის­ში“. 2010-2011 წლებში, ორწლიანი სტაჟირება გაიარა ოდე­სის ოპე­რის თე­ატ­რში. ამის შემდეგ კი წარმატებით მოღვაწეობს საფრანგეთში, ბორდოს თეატრში. უკვე ბევრ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ ხშირად მართავს სოლო კონცერტებსაც. ჩაწერა თავისი პირველი ალბომიც, სა­დაც შე­სუ­ლია 10 იტა­ლი­უ­რი, ფრან­გუ­ლი, რუ­სუ­ლი და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბიც...

2015-2016 წლებ­ში, ანუ ორი წელი ზე­დი­ზედ, რო­ბერტ მა­სა­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ო­პე­რო კონ­კურ­სის ლა­უ­რე­ა­ტი გა­ხდა.

ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი- ილია და მარიამი.

წყარო:

1. http://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=268456040

2. https://www.ambebi.ge/article/233990-kaxetidan-pkvilit-datvirtul-mankanas-gamoqolili-patara-bichi-patriarkma-agzarda-dges-is-msoplioshi-carmatebuli-momgeralia/ 

3. https://www.jamira.fr/david-sumbadze/


Share: