The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ლალი ღლონტი

ლალი ღლონტი
Date of birth:197?
Category:Physicist

Biography

შვეიცარიაში მოღვაწე ინჟინერ-გეოფიზიკოსი ლალი ღლონტი დაიბადა და გაიზარდა თბილისში. 1990-იანი წლების უმძიმეს პერიოდში, როცა არც გაზი იყო, არც დენი და სწავლა ხშირად სანთლის შუქზე უხდებოდა, ფარ-ხმალი არ დაუყრია და წითელ დიპლომზე დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1997 წელს მუშაობა დაიწყო დუბნის (მოსკოვის ოლქი, რუსეთი) ბირთვული კვლევის გაერთიანებულ ინსტიტუტში, სადაც მონაწილეობა მიიღო ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან- ცერნთან კოლაბორაციაში, ატლას დეტექტორისთვის მიონური კამერების შექმნაში, აწყობასა და ტესტირებაში.

მოგვიანებით მუშაობა განაგრძო ცერნში, ატლას დეტექტორის უსაფრთხოების სამსახურის ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე. სადაც 5 წლის განმავლობაში პასუხისმგებელი იყო დეტექტორისა და ხალხის უსაფრთხოებაზე. მის მოვალეობებში შედიოდა: ატლას დეტექტორის პარამეტრების კონტროლი, ცერნის ამაჩქარებლის ცენტრალურ მაკონტროლებელ სისტემებთან კავშირი და მართვა, ცვლების ორგანიზება, ვიზიტების ორგანიზაცია და მართვა, სამუშაოების კონტროლი დეტექტორის ექსპერიმენტულ სივრცეში (მომუშავე პერსონალის უსაფრთხო შესვლა-გამოსვლის პროცედურების კონტროლი და ა.შ.), მასალებისა და ხელსაწყოების რადიაციულ არეში გადაადგილების კონტროლი და ბევრი სხვა.

ლალი ღლონტის შემდეგი სამუშაო ადგილი იყო ცერნის ამაჩქარებლის 25-კილომეტრიან გვირაბში (LHC Tunnel), სადაც მსოფლიოს წამყვან ინჟინრებთან და ფიზიკოსებთან ერთად აკეთებდა ამაჩქარებლის მაგნიტების ელექტრულ ტესტებს.

ორი წელი იმუშავა High Luminosity LHC პროექტის ლიდერის ასისტენტად. მას დაევალა ამ პროექტში მომუშავე მეცნიერების პუბლიკაციების მონაცემთა ბაზების შექმნა და ატვირთვა ცერნის დოკუმენტების სერვერზე, რაც წარმატებით განახორციელა EXCEL-ში. ქართველმა მეცნიერმა იმუშავა ისეთ სისტემებთან, როგორებიცაა CDS, EDMS და INDICO. ასევე, მონაწილეობა მიიღო ცერნის ისეთ პროექტებში, როგორიც არის: SMACC (Superconducting Magnets And Circuits Consolidation), ARIES (Accelerator Research and Innovation for European Science and Society), EuCARD-2 (Enhanced European Coordination for Accelerator Research & Development) და NSW (Muon New Small Wheels).

მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების შეთანხმების საფუძველზე, CERN-ი ფინანსდება 22 ქვეყნის მიერ, მათი ბიუჯეტების პროპორციულად. სამწუხაროდ, საქართველო არ არის მისი არც დამფინანსებელი ქვეყანა და არც ასოცირებული წევრი, ამიტომ მის მოქალაქეებს არ აქვთ უფლება, გახდნენ CERN-ის პირდაპირი თანამშრომლები (მიიღოს პოზიცია), თუმცა სხვადასხვა ქვეყნის სახელით ცერნში ყოველწლიურად ათობით ქართველი მეცნიერი მუშაობს. ერთ-ერთი მათგანია წარმატებული ქართველი ფიზიკოსი ლალი ღლონტი.

წყარო:

https://speech.ge/metsniereba/lali-ghlonti-inzhiner-geophizikosi-shveitsaria/

 


Share: