შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ქეთევან შავლიაშვილი![]()
ბიოგრაფია1999 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, ქეთევან შავლიაშვილი ოჯახთან ერთად პორტუგალიაში გადავიდა საცხოვრებლად. უცხო ქვეყანაში ინტეგრირება და პროფესიული წინსვლა ადვილი არ იყო, თუმცა, მალე დაეუფლა პორტუგალიურ და ესპანურ ენებს და პროფესიითაც დაიწყო მუშაობა. წლების მანძილზე, მუშაობდა პორტუგალიის წამყვან სამედიცინო კლინიკებში. თავდაპირველად გაიარა ინტერნშიპი (სტაჟირება) ლისაბონისა და პორტოს წამყვან ჰოსპიტლებში. შემდეგ მისი კარიერა განვითარდა ინტეგრაციული და ფუნქციონალური მედიცინის განხრით. 2007 წელს, ლისაბონში გახსნა საკუთარი, პრევენციულ მედიცინაზე ორიენტირებული კლინიკა, სადაც ინტეგრაციული და ფუნქციონალური მედიცინის ექიმ-სპეციალისტის ფუნქციები შეათავსა კლინიკური დირექტორის პოზიციასთან. პარალელურად, მუდმივად იღრმავებდა სამედიცინო განათლებას და ცდილობდა ახალი კომპეტენციების დაუფლებას. ლისაბონში გაიარა სამედიცინო აკუპუნქტურისა და ელექტრო-სტიმულაციის სადიპლომო კურსი, ასევე, ლისაბონის ჯანდაცვის ტექნოლოგიების სკოლის საერთაშორისო კურსი რადიოლოგიაში. 2012 წელს ჩაირიცხა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ლისაბონის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის - Universidade Autonoma-ს ბიზნეს სკოლაში. მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ჯანდაცვის მენეჯმენტსა და ეკონომიკაში. აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა ჯანდაცვის მენეჯმენტში (Executive MBA in Healthcare Management and Economics) ევროპის რეიტინგით ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამაა, რომლის გავლაც ბევრის მომცემი, თუმცა საკმაოდ შრომატევადი პროცესი აღმოჩნდა. პროგრამამ ასწავლა, როგორ შეეთავსებინა კლინიკური ნაწილი მენეჯმენტთან და მისცა შესაძლებლობა, მოქმედი კლინიცისტის პოზიციიდანაც ეფექტურად ემართა საკუთარი სამედიცინო პრაქტიკა. პარალელურად, შესაძლებლობა ჰქონდა ემუშავა ლისაბონის ნატუროლოგიის ინსტიტუტის კათედრის პროფესორად და სტუდენტებისთვის გაეზიარებინა მედიცინაში თავისი ცოდნა და გამოცდილება. პარალელურად, ექიმის უწყვეტი განათლების ფორმატში, გაიარა ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის ბიოსამედიცინო კვლევის სასერთიფიკაციო კურსი, სპეციალიზაციის სასერთიფიკაციო კურსები აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში და სამედიცინო სკოლებში- სტენფორდის, ჰარვარდის, ჯონს ჰოპკინსის და კალიფორნიის უნივერსიტეტებში. კოვიდ პანდემიამდე სწავლობდა დოქტორატურაზე ინტეგრაციული მედიცინის განხრით და ემზადებოდა აშშ-ს ექიმის ლიცენზიის მისაღებად. პანდემიის დაწყებისთანავე, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში ეპიდემიოლოგიის სასერთიფიკაციო კურსის გავლის პარალელურად, 2020 წლის მარტში შეუერთდა გადაუდებელი დახმარების სამსახურის, ამერიკის კრიზის ცენტრის სამედიცინო გუნდს. ჯგუფის სხვა მოხალისე წევრებთან ერთად, თვეების განმავლობაში, სამედიცინო კონსულტაციების სახით, დახმარებას უწევდა კოვიდ პაციენტებს, მათ შორის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს და დღემდე ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს როგორც ექიმი-კონსულტანტი მათ დახმარებას. მიღებულმა გამოცდილებამ ქეთი შავლაშვილი დაარწმუნა, რომ საჭირო იყო გადართულიყო ფუნქციონალურ მედიცინაზე, რომელიც, სიმპტომების მკურნალობის ნაცვლად, სისტემების ბიოლოგიაზე დაფუძნებული მიდგომაა, დაავადების ძირეული მიზეზის იდენტიფიცირებას და მკურნალობას ახდენს და ცხოვრების სტილის შეცვლით, აქცენტს ქრონიკული დაავადებების პრევენციაზე აკეთებს. 1. https://speech.ge/meditsina/qethevan-shavliashvili-eqimi-ashsh/ 2. https://www.radiotavisupleba.ge/a/32192160.html
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |