The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სოფია თვალაბეიშვილი

სოფია თვალაბეიშვილი
Date of birth:197?
Category:Painter

Biography

სოფია (სოფო) თვალაბეიშვილი საბერძნეთში მოღვაწე მხატვარია. საქართველოში დაამთავრა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი.

ამჟამად ცხოვრობს ათენში. სწავლობდა ბიზანტიურ ხელოვნებაზე რიზარის სასულიერო სკოლაში. აქტიურად იყო ჩართული ავსტრალიაში სახელოვნებო პროცესებში. არის „იუნესკოს მსოფლიო მხატვართა კავშირის წევრი“.

სოფია თვალაბეიშვილის ნამუშევრები არქაული, ქართული და ბერძნული კულტურების სინთეზია. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა გამოფენასა და პროექტში: საბერძნეთში,  ავსტრალიაში, საფრანგეთში, ინგლისში, ამერიკასა და იტალიაში. ასევე, ჰქონდა სამი პერსონალური გამოფენა. 

სოფო თვალაბეიშვილი ამჟამად მუშაობს პროექტზე, რომელიც არის ანტიკურ-არქაული მისტიკის თანამედროვე გააზრება. გატაცებულია ფოტოგრაფიითაც. ასევე, თანამშრომლობს საბერძნეთის ქართული სატვისტომოს მიერ შექმნილ  დიასპორულ ორგანიზაციებში.

წყარო:

1. https://speech.ge/khelovneba/sophia-thvalabeishvili-mkhatvari-saberdznethi/        


Share: