Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ხატია ბუნიათიშვილი![]()
Biographyხატია ბუნიათიშვილი დაიბადა 1987 წლის 21 ივნისს, ბათუმში. სწავლობდა თბილისის "ნიჭიერთა ათწლედში"(პედაგოგი ე. ქირია); იყო ე. ლეონსკაიას სტიპენდიატი; 2004 წელს ჩააბარა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (საფორტეპიანო. პედაგოგი თენგიზ ამირეჯიბი). კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში (პედაგოგი ოლეგ მაიზენბერგი). 6 წლის ასაკიდან ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას - როგორც სოლო, ასევე ორკესტრებთან ერთად. 1999 წლიდან არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში. თანამშრომლობს სხვადასხვა სიმფონიურ ორკესტრებთან - BS ვერბიე ფესტივალის, ისრაელისა და სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიული, არტურ რუბინშტეინის ფილარმონიული, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრები და სხვა. მისი კონცერტები იმართებოდა ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორიცაა: კარნეგი–ჰოლი (ნიუ–იორკი), შანზ–ელიზეს თეატრი (პარიზი), ლუვრის აუდიტორიუმი, მუსიკის ნორმალური სკოლა (École normale de musique de Paris), გავოს დარბაზი, ვენის კონცერტჰაუსი და დარბაზი "Musikverein", მონაკოს ოპერა, სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის დიდი დარბაზი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და სხვა. ხატია მონაწილეობდა ისეთ მნიშვნელოვან ფესტივალებში, როგორიცაა: „Verbier Festival“, „Progetto Martha Argerich“, „Menuhin Festival Gstaad“, „Sommets Musicaux de Gstaad“, „Musicales de Compesières“ (შვეიცარია), გიდონ კრემერის „Internationales Kammermusikfest Lockenhaus“ (ავსტრია), საერთაშორისო მუსიკალური „Elba isola musicale d’Europa“- იტალია (თავმჯდომარე იური ბაშმეტი), „Les nouveaux Solistes aux Serres d’Auteuil“ (პარიზი), „Chamber Music Connect the World 2008“ - კრონბერგ აკადემია (გერმანია), „შემოდგომის თბილისი“, „Musical Olympus International Festival“- სანქტ-პეტერბურგი და სხვა. აღიარებულია ლისტის ნაწარმოებთა საუკეთესო შემსრულებლად. ხატია ბუნიათიშვილი რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. მათ შორის მნიშვნელოვანია: ვ. ჰოროვიცის სახელობის ახალგაზრდა შემსრულებელთა კონკურსი (კიევი), სპეციალური პრიზი (2003). პიანისტთა თბილისის III საერთაშორისო კონკურსი (II პრემია და სპეციალური პრიზი „არტისტიზმისათვის“, 2005, თბილისი). არტურ რუბინშტეინის სახელობის XII საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი (III პრემია და სპეციალური პრიზები: „შოპენის IV ბალადის საუკეთესო შესრულებისათვის“ და „მსმენელის სიმპათია“, 2008, ისრაელი, თელ-ავივი). შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (2012). ხატია ბუნიათიშვილი წლებია ცხოვრობს და მოღვაწეობს საფრანგეთში, პარიზში. იგი საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეა. პიანისტი ორჯერ გახდა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს Echo Klassik-ის ლაურეატი - 2012 წელს ფერენც ლისტის ალბომისთვის და 2016 წელს ალბომისთვის "კალეიდოსკოპი", რომელშიც შევიდა მუსორგსკის, რაველისა და სტრავინსკის ნაწარმოებები. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 83 https://ka.wikipedia.org/wiki//ხატია_ბუნიათიშვილი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |