Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ამირან ბადუაშვილი![]()
Biographyამირან ბადუაშვილი ამერიკაში განათლების მისაღებად 2001 წელს ჩავიდა. ამჟამად კოლორადოს საუნივერსიტეტო კლინიკის ასოცირებული პროფესორი და სასტიპენდიო პროგრამების დირექტორია. ის წლების მანძილზე უძღვებოდა ვეილ კორნელის სამედიცინო ცენტრის რეზიდენტურას. მის მიერ შემუშავებული სპეციალური (COVID-19) გაიდლაინებით ხელმძღვანელობენ კოლორადოს ჰოსპიტლები და სამედიცინო ცენტრები. რეზიდენტურის დროს მუშაობდა და ეხმარებოდა ადგილობრივ ექიმებს ტანზანიაში. არის მრავალი გამოგონების და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. კითხულობს ლექციებს და ატარებს მასტერკლასებს მსოფლიოს სხვადასხვა წარმატებულ უნივერსიტეტში. სამედიცინო სფეროში მის მიღწევებზე ხშირად წერს ამერიკის წამყვანი მედია-საშუალებები. როგორც New York Daily News-ის სტატიაში აღნიშნულია 2012 წელს ამირან ბადუაშვილი ათასობით ექიმს შორის შეარჩიეს და თავისი გამორჩეული აღმოჩენებით ის ვეილ კორნელის ჰოსპიტლის საუკეთესო ექიმად დასახელდა. წყარო: https://speech.ge/meditsina/amiran-baduashvili-eqimi-ashsh/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |