The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ანნა გოროზია

ანნა გოროზია
Date of birth:199?
Category:Engineer

Biography

ანნა გოროზია „თავისუფალი უნივერსიტეტის“ კომპიუტერული მეცნიერებების და მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მუშაობდა რამდენიმე კომპანიაში: „აზრი“, სარეკლამო სააგენტო „რედბერი“, კომპანია „კერკეტი“.

კომპანია AzRy-ში ანა ინჟინრის პოზიციაზე მუშაობდა, კლიენტებს პროგრამული დახმარებით უზრუნველყოფდა და მათ პრობლემების გადაჭრას ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებით სთავაზობდა. კომპანიის კომპეტენტური გუნდის წევრი ანანო ბოდოკიაც იყო, სადაც ის ავტობუსების მართვის სისტემებზე და სხვა მრავალ პროექტზე მუშაობდა.

ორივე ახალგაზრდა ინჟინერი მიიწვიეს Microsoft-ის ტალინის ოფისში სამუშაოდ.

„მაიკროსოფტში“ გადასვლამდე, გოგონები კომპანია „მეამაში“ პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ინჟინრის პოზიციაზე მუშაობდნენ. 

Microsoft-ის ტალინის გუნდი 400-მდე წევრს ითვლის. კოლექტივი რამდენიმე  პროდუქტზე მუშაობს: Skype, Office365, Microsoft Teams, Azure, Family Products. რაც შეეხება უშუალოდ  ანნა გოროზიას, გასაუბრების შემდეგ ის გაანაწილეს Media Delivery Network-ის ჯგუფში, რომელიც უზრუნველყოფს მედია ფაილების (ვიდეო, აუდიო, ფოტო) ეფექტურ, სწრაფ და ხარისხიან ტრანსპორტირებას „მაიკროსოფტის“ პროდუქტებში: Skype, Microsoft Teams, Office365.

წყარო:

https://www.marketer.ge/anano-and-anna-in-microsoft/

https://under30.ge/ka/brief/focus/9/


Share: