The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ზურაბ ანჯაფარიძე

ზურაბ ანჯაფარიძე
Date of birth:12 April, 1928
Date of death:12 April, 1997  (at 69 years)
Burial location:ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღი, თბილისი
Category:Singer

Biography

მომღერალი (დრამატული ტენორი) ზურაბ ანჯაფარიძე 1928 წლის 12 აპრილს დაიბადა ქ. ქუთაისში. 1947 წელს ზაქარია ფალიაშვილის ცენტრალური მუსიკალური სკოლა დაამთავრა. 1947-1952 წლებში ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლობდა პროფესორ დავით ანდულაძის კლასში. 1952 წელს კონსერვატორიის დამთავრებისათანავე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერის და ბალეტის თეატრში დასში სოლისტად ჩაირიცხა. მისი დებიუტი იყო გურამის პარტია ზაქარია ფალიაშვილის ოპერაში „ლატავრა“. 1952-1958 წლებში ეროვნული საოპერო თეატრის სცენაზე 23 საოპერო სახე შექმნა, 20 წამყვანი პარტია იმღერა: აბესალომი, მალხაზი, გურამი (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ლატავრა“), დონ ხოზე (ბიზეს „კარმენი“), გერმანე (ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“), კავარადოსი (ჯაკომი პუჩინის „ტოსკა“) და სხვა.

1959-70 წლებში ზურაბ ანჯაფარიძე მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტია, მას ჰქონდა იშვიათი სილამაზის ხმის ტემბრი, გამოირჩეოდა მაღალი არტისტიზმითა და ვოკალურ-სცენური ოსტატობით. დიდი თეატრის სცენაზე შეასრულა პარტიები: რადამესი (ჯ. ვერდის „აიდა“), კავარდოსი (ვ. პუჩინის „ ტოსკა“), დონ კარლოსი (ჯ. ვერდის „დონ კარლოსი“), ჰერცოგი (ჯ. ვერდის „რიგოლეტო), ევგენი ონეგინი (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“) და სხვა.

1961 წლიდან ზურაბ ანჯაფარიძე საქართველოს სახალხო არტისტია, 1966 წლიდან საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი.

1964 წელს მოსკოვის დიდი თეატრის გასტროლების დროს ზურაბ ანჯაფარიძემ მილანში „ლა სკალას“ სცენაზე წარმატებით იმღერა გერმანეს პარტია  (პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“). მანვე გაახმოვანა გერმანესა და ვოდემონის პარტიები კინოფილმებში „პიკის ქალი“ და „იოლანტა" (მოსფილმი).

1970 წლიდან  ზურაბ ანჯაფარიძე თბილისის ოპერისა და ბალეტის  თეატრს დაუბრუნდა და იყო წამყვანი სოლისტი, 1979-82 წლებში კი თეატრის დირექტორი. 1984 წელს ერევნის საოპერო სცენაზე დადგა ზ. ფალიაშვილის ოპერა „დაისი“.

ზურაბ ანჯაფარიძე გარდაიცვალა თბლისში  1997 წლის 12 აპრილს. დაკრძალულა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში.

წყარო:  

1.  ზურაბ ანჯაფარიძე // 100 ქართველი უცხოეთში. - თბ., 2011. - გვ.43-45. - ტექსტი ქართ., რუს. და ინგის. ენ.

2. https://bsa.ge/ge/person/zanjaparidze


Share: