The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ოთარ ჯაყელი

ოთარ ჯაყელი
Date of birth:16 February, 1920
Date of death:2000  (at 79 years)
Category:Architect

Biography

ოთარ ჯაყელი 1920 წლის 16 თებერვალს ჭიათურაში ცნობილი ქართველი მეწარმისა და სააქციო საზოგადოება „ჩემოს“ პრეზიდენტის, ალექსანდრე ჯაყელის ოჯახში დაიბადა. გასაბჭოებისთანავე ჯაყელების ოჯახი სტამბოლში გადასახლდა. თუმცა „ნეპის“ (ბოლშევიკების მიერ 1921 წელს გამოცხადებული ახალი ეკონომიკური პოლიტიკა) პერიოდში საბჭოთა ხელისუფლებამ ალექსანდრე ჯაყელს დაბრუნება და საქმის გაგრძელება სთხოვა, რადგან ჭიათურის მარგანეცის უცხოელი მომხმარებლები თავიანთ პარტნიორად მხოლოდ სააქცო საზოგადოებასა  და მის პრეზიდენტს სცნობდნენ და უარს ამბობდნენ ბოლშევიკებთან საქმიან ურთიერთობაზე, რასაც მნიშვნელოვანი სავალუტო დანაკარგები მოჰქონდა მთავრობისათვის. 1926 წელს სტალინმა პირადად ურჩია - ნებეყოფლობით გადაეცა სააქციო საზოგადოების საკუთრება საბჭოთა ხელისუფლებისათვის, რაზედაც უარი მიიღო. ალექსანდრე ჯაყელი დააპატიმრეს, მაგრამ მალევე დარწმუნდნენ მის გარეშე მარგანეცის გაყიდვას ვერ მოახერხებდნენ და აშშ-ში გაგზავენეს მოლაპრაკების დასაწყებად. პრეზიდენტ ჰუვერთან შეხვედრისას ალექსანდრე ჯაყელმა ობიექტური ინფორმაცია მიწოდა მას ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შესახებ. შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ლაპარაკი რუსეთის მიმართ საერთაშორისო სანქციების შემოღების თაობაზე, საქართველოდან ჯაყელს შეუთვალეს, რომ ანტისაპჭოთა მოღვაწეობის გაგრძელების შემთხვევაში მის ოჯახს გაანადგურებდნენ. 9  წლის ოთარისა და მისი დედის ნინო ხუჯაძის დარჩენა სამშობლოში სახიფათო გახდა. ამიტომ 1929 წელს ნინო ხუჯაძემ აჭარელი მეგობრების დახმარებით, ვაჟთან ერთად მალულად დატოვა საქართველო და სტამბოლის გავლით პარიზში ჩავიდა, იქიდან კი ბელგიაში გაემგზავრა.

ბრიუსელში დასახლებულ ჯაყელებთან ხშირად სტუმრობდნენ ქართული ემიგრაციის გამოჩენილი მოღვაწეები, მეცნიერები, უცხოელი ქართველოლოგები. ოთარს  ქართულ ენასა და ისტორიას ექვთიმე თაყაიშვილი ასწავლიდა. კოლეჯის დამთავრების შემდეგ სწავლა ბრიუსელის არქტიტექტურის ფაკულტეტზე გააგრძელა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო დიპლომის დაცვა ვერ მოახერხა. ოთარს, როგორც უცხოელს, არ შეეძლო ბელგიის არმიაში სამსახური, ამიტომ საფრანგეთის „უცხოურ ლეგიონში“ მოხალისედ ჩაეწერა და მსახურობდა სადესანტო-მოიერიშე „ფანტომში“. ოთარი და მისი ძმა კუკური 1940 წლის 5-17 ივნისს სედანთან გამართულ სისხლისმღვრელ ბრძოლებში მონაწილეობდნენ.

ომის დასრულების შემდეგ ოთარ ჯაყელი ბელგიაში დაბრუნდა. იყო ბელგიის სათვისტომოს თავმჯდომარე, პირველ მეუღლესთან მუსიკოს ელენე წერეთელთან შვილები არ ჰყოლია. 1955 წელს მეორე მეუღლესთან, ცნობილ პიანისტ ეთერ რუხაძესთან ერთად გაემგზავრა კონგოში, სადაც დაიბადა მათი ვაჟი. ოთარი იქ დიდ მშენებლობას ხელმძღვანელობდა. 1960 წელს ლუმუმბას რევოლუციის შემდეგ ძლივს გამოაღწია ცოლ-შვილთან ერთად კონგოდან და ბელგიაში ჩავიდა. ერთი თვის შემდეგ ოჯახი პარიზში გადასახლდა. ბანკში სოლიდური საბანკო ანგარიშების გარდა, კონგოში დარჩა საბუთები. იდენტიფიკაციისა და ახალი საბუთების მიღების შემდეგ მუშაობა დაიწყო. შექმნა თავისი არქიტექტურული სახელოსნო, რომელიც ემსახურებოდა ცნობილი პარიზელი არქიტექტორის, დელაჟის ყველაზე პრესტიჟულ სახელოსნოს.

1968 წელს ოთარ ჯაყელი მეორე ცოლთან, პიანისტ ეთერ რუხაძესთან და სამ შვილთან - გივისთან, თამართან და ალექსისთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა, მუშაობდა  საპროექტო ინსტიტუში „საქქალაქმშენ-სახპროექტში“ წამყვან არქიტექტორად. მისი მეუღლე თავდაპირველად კონსერვატორიაში მუშაობდა, მერე გაანთავისუფლეს და კერძო გაკევთილებს უტარებდა  მოსწავლეებს. დიდი გაჭირვების მიუხედავად, ჯაყელებმა არ მიიღეს სამთავრობო შეთავაზებები და არ დაბრუნდნენ ემიგრაციაში.

ოთარ ჯაყელი 2000 წელს გარდაიცვალა. მისი მეუღლე თავისი საქმიანობით 2011 წელს „იმედის გმირი“ გახდა.

წყარო:

1.დაუშვილი, რუსუდანქართველი სამხედრო მოღვაწეები ევროპისა ქვეყნებისა და ამერიკის არმიებში / რ. დაუშვილი, შ. უტიაშვილი // საქართველო-დასავლეთი : ნარკვევები სამხედრო ურთიერთობათა ისტრიიდან / რ. დაუშვილი, შ. უტიაშვილი. - თბ., 2012. - ISBN 978-9941-9265-5-6. - გვ.128-163.

2. საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.746-747.

 


Share: