The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნათელა დუნდუა

ნათელა დუნდუა
სხვა სახელი:ნათია  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:6 იანვარი, 1987  (38 წლის)
კატეგორია:ფილოლოგი

ბიოგრაფია

ფილოლოგიის დოქტორი ნათელა (ნათია) დუნდუა დაიბადა თბილისში, 1987 წლის 6 იანვარს.

1993-2004 წწ. სწავლობდა ქ. თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში;

2004-2008 წწ.: ბაკალავრიატი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ირანისტიკის დეპარტამენტი, სპარსული ენა და ლიტერატურა;

2008-2010 წწ.: მაგისტრატურა - ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი, „შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგია“ (სამაგისტრო ნაშრომი: „ტობის წიგნის ოშკური ვერსიის მიმართება ბერძნულ ხელნაწერებთან“);

2010 წელს DAAD-ის კვლევითი სტიპენდიის ფარგლებში იმყოფებოდა გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტში და მუშაობდა პროფ. იოსტ გიპერტის ხელმღვანელობით;

2011-2014 წწ. მუშაობდა ამავე უნივერსიტეტში მეცნიერ-თანამშრომლად LOEWE-ს პროექტში, სადაც ევალებოდა ქართული სახარების ხელნაწერების დიგიტალიზაცია („Digital Humanities“);

2014-2018 წწ. იყო გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის დოქტორანტი;

იკვლევდა ძველი აღთქმის "ტობის წიგნის" ქართული ვერსიების წარმომავლობას;

2018 წელს დაიცვა სადოქტორო ნაშრომი.

2019 წლიდან არის კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკად. გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

ჩაბმულია ქართული ოთხთავის ხელნაწერების ელექტრონული პარალელური კორპუსის შექმნაში.

2023 წელს ნათია დუნდუა ევროკავშირის პროგრამის „Support to Georgia’s Researchers’ Mobility“ დაფინანსებით, რომელიც საქართველოში DAAD-ის ხელშეწყობით ხორციელდება იმუშავებს ჰელსინკის უნივერსიტეტში პროექტზე „The electronic synoptic edition of the Georgian translation of Ecclesiastes“.

წყარო:

1. http://ogb.tsu.ge/doc/dundua.pdf

2. https://www.facebook.com/DAAD.Georgia/posts/2333225853442466/ 


გააზიარე: