The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვასილ ინჯია

ვასილ ინჯია
სხვა სახელი:ვასო  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:1891
გარდაცვ. თარიღი:1945  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ვასილ (ვასო) ინჯია 1918 წლიდან მსახურობდა დამოუკიდებელი საქართველოს არმიაში. ჯერ კიდევ თბილისის იუნკერთა სკოლის მოსწავლე იყო, როცა 1921 წელს სხვა იუნკრებთან ერთად იბრძოდა კოჯორსა და ტაბახმელაში ოკუპანტი ბოლშევიკების წინააღმდეგ.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა, თავდაპირველად კონსტანტინოპოლში, მოგვიანებით სხვა ქართველ ოფიცრებთან ერთად პოლონეთში დამკვიდრდა. კონტრაქტით მსახურობდა პოლონეთის არმიაში როტმისტრის წოდებით.

მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთის მხარეს იბრძოდა.

1943 წელს, სხვა ქართველ სამხედრო ემიგრანტთა მსგავსად, ნებაყოფლობით გაწევრიანდა გერმანიის მხარეს მებრძოლ ქართულ ლეგიონში. მათი მთავარი მიზანი იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.

ვასილ ინჯია ობერ-ლეიტენანტის წოდებით მსახურობდა ვერმახტის 822-ე ქართულ ბატალიონში, რომელიც თამარ მეფის სახელს ატარებდა. იყო პოლკის უფროსის ადიუტანტი.

822-ე ბატალიონი, 344-ე ქვეითი დივიზიის შემადგენლობაში, 1944 წელს ჯერ საფრანგეთში, ლიონის მიდამოებში იყო დაბანაკებული, შემდეგ კი ჰოლანდიაში გადაიყვანეს.

1944 წლის შემოდგომაზე გერმანიის სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის გაუარესების ფონზე გართულდა ვითარება ბატალიონში, რომელიც 800-მდე ქართველსა და 400-მდე გერმანელს, ძირითადად ოფიცრებს, ითვლიდა. ქართველ მეომრებს შორის აჯანყებას ბევრი არ ემხრობოდა. მათ შორის იყო ვასო ინჯიაც.

ვერმახტის 822-ე ქართული ბატალიონის შეიარაღებული აჯანყება ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ კუნძულ ტექსელზე 1945 წლის 4 აპრილიდან 20 მაისამდე გრძელდებოდა. ვასილ ინჯია ერთ-ერთი პირველი დაიღუპა.
ტექსელის აჯანყება ქრონოლოგიურად იყო მეორე მსოფლიო ომის ევროპული ფრონტის ბოლო ეპიზოდი და ამიტომ ხშირად ევროპის უკანასკნელ ბრძოლადაც მოიხსენიებენ.

წყარო:

1.  საძიებელი და კომენტარები // ქართული ემიგრაცია / გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, გიორგი მაჩაბლის ფონდი.-თბილისი, 2015.-N3 (6).-გვ.115.

2. Мамулиа Георгий. Грузинский легион Вермахта. Москва, 2011. გვ. 194.


გააზიარე: