The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სალომე მაჩაიძე

სალომე მაჩაიძე
დაბადების თარიღი:16 აგვისტო, 1973  (51 წლის)
კატეგორია:მხატვარი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

მულტიმედია არტისტი სალომე მაჩაიძე დაიბადა 1973 წლის 16 აგვისტოს, თბილისში. 1995 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის კინოს მხატვრობის ფაკულტეტი, სადაც სწავლობდა სცენის დიზაინს.

20 წლის ასაკში მისი შემოქმედებითი ინტერესი თეატრს დაუკავშირდა. მუშაობა განაგრძო დეკორატორად თბილისის კინომსახიობთა თეატრში, სადაც ახალგაზრდა რეჟისორებთან ერთად დგამდა ექსპერიმენტულ სპექტაკლებს, რომლებიც იმ დროის “თეატრალურ ნორმებს” არღვევდნენ.

1990-იანი წლების ბოლოს, “პერესტროიკის”, სამოქალაქო ომებისა და დაძაბული სოციო-პოლიტიკური გარემოს გამოცდილებების შემდეგ, სალომემ თბილისი დატოვა და საცხოვრებლად ბერლინში გადავიდა.

2002 წელს დაამთავრა ბერლინის ხელოვნების აკადემიის აუდიო-ვიზუალური მედიის ფაკულტეტი, ხოლო 2005 წელს - იმავე უნივერსიტეტის ექსპერიმენტული ფილმების რეჟისურის ფაკულტეტი პროფესორ ჰაინც ემიგოლცთან. მისი სადიპლომო ნამუშევარია მხატვრული ფილმი „საშიში ვეფხვი’ (TRIGGER TIGER, 2006). ხელოვანი თავად არის ამ ფილმის სცენარის ავტორი, დამდგმელი რეჟისორი და მხატვარი. საკუთარი ფილმების პარალელურად, ის მუშაობდა სხვა ფილმებზეც მონტაჟის რეჟისორად.

სალომე მაჩაიძე არის მულტიმედია კოლექტივის – “გოსლაბის” (Государственная Лаборатория) ერთ-ერთი დამფუძნებელი. ჯგუფი აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის მქონე ხელოვანებს: კინემატოგრაფებს, ფოტოგრაფებს, მუსიკოსებს და მოდის დიზაინერებს, რომლთა უმეტესობაც, ერთდროულად, ბერლინსა და თბილისში მოღვაწეობს.

“გოსლაბის” ხელოვნება მოიცავს ნამუშევრებს, რომლებიც ეხება საბჭოურ, პოსტ-საბჭოურ კონტექსტებს, მათ თარგმნას ქართულ ტრადიციულ თუ თანამედროვე ევროპულ სახელოვნებო ფორმებში.

2015 წელს სალომე იყო ერთ-ერთი რეჟისორი (“გოსლაბის”) დოკუმენტური ფილმისა – “როდესაც დედამიწა მსუბუქი გვეჩვენება”, თამუნა ქარუმიძესთან და დავით მესხთან ერთად. ფილმი ნაჩვენები იქნა 40 კინოფესტივალზე და გახდა ლაურეატი პრიზებისა – IDFA 2015 First Appearance, ვერცხლის პრომეთე.

სალომე მაჩაიძის შემოქმედებაში იკვეთება ქართული ვიზუალური კულტურის ნიშნები – ხალხური ხელოვნება, რელიგიური მოტივები.

ხელოვანს მონაწილეობა აქვს მიღებული გამოფენებში: Imago, თანამედროვე ხელოვნების გალერეა, ლაიფციგი, 2011 წ.;

Transitland in Trieste , Studio Tommaseo - Istituto per la documentazione e diffusione delle Arti, Trieste, 2010 წ.;

ინტერპრეტაციის წინააღმდეგ , სტუდია ვოლტერი, ლონდონი, 2008 წ.;

2019 წელს თბილისში, პოპიაშვილი-ღვაბერიძის გალერეა ვინდოუ პროჯექთში, ჩატარდა სალომე მაჩაიძის გამოფენა ეკოლოგიის თემაზე, სახელწოდებით - „ვანკუვერული ვენდეტა“;

არტისტი არის სცენარისტი და რეჟისორი ფილმებისა: 2003  - ჯარისკაცები ტირიან (ექსპერიმენტული ფილმი);

2003 - მონტე-კარლოს დაფები (ექსპერიმენტული ფილმი);

2004 - მონტე-კარლოს დაფები 2 (ექსპერიმენტული ფილმი);

2009 - დიმა (დოკუმენტური ფილმი);

2011 - ჯარისკაცები ტირიან 2 (ექსპერიმენტული ფილმი).

წყარო:

1. ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge 

2. https://www.radiotavisupleba.ge/a/a/სალომე-საოცრებათა-ქვეყანაში/29709189.html

3. https://forbes.ge/daikarga-thormeti-qali/

4. https://tormeti.com/2019/02/14/superstar-love--სალომე-მაჩაიძე/
5. მაჩაიძე სალომე. როცა დედამიწა მართლა მსუბუქია: ინტერვიუ / სალომე მაჩაიძე, თამუნა ქარუმიძე, დავით მესხი;  ესაუბრა ნინო ლომაძე // ინდიგო. თბილისი, 2016. მარტი. N 7. გვ. 64–73. 
 


გააზიარე: